"STEPS Batumi Hotel & Suites" ახალი აპარტ-სასტუმრო ბათუმში, PREMIUM GROUP-ის მიერ განხორციელდა და გამოირჩევა შესაძლებლობით, როგორც საქმიან ისე დასვენების მიზნით ჩამოსულ სტუმარს მისცეს სრულფასოვანი განთავსების გამოცდილება.
მრავალფუნქციური კომპლექსი მოიცავს 550 აპარტამენტს, სპა ცენტრს, ღია საცურაო აუზს, რესტორნსა და ბარს.
"STEPS Batumi Hotel & Suites" აცხადებს ვაკანსიას
ტექნიკოსის პოზიციაზე.
სამუშაო ლოკაცია:
ბათუმი სამუშაო გრაფიკი: 2/2 12 საათიანი
ძირითადი მოვალეობები:
- აპარტ-სასტუმროს მანქანა-დანადგარების, მოწყობილობების, გათბობა-გაგრილების სისტემებისა და გაყვანილობების გამართული მუშაობის კონტროლი და ტექნიკური უზრუნველყოფა;
- პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოების შესრულება საჭიროებისამებრ;
- სამუშაო ხელსაწყოების, დანადგარების და სხვა ტექნიკური საშუალებების მოვლა, სუფთა მდგომარეობაში შენარჩუნება;
- თანამდებობით გათვალისწინებული ინსტრუქციების/დავალებების შესრულება და სტანდარტების დაცვა;
- ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში პრობლემების დროული აღმოფხვრა;
თუ აკმაყოფილებთ ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ შემოუერთდეთ "STEPS Batumi Hotel & Suites" პროფესიონალთა გუნდს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
hr@stepsbatumi.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება ტექნიკოსი;
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს გამოგზავნით, ეთანხმებით, რომ ზემოხსენებული კომპანია უფლებამოსილია კანონმდებლოთ დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია. აგრეთვე ეთანხმებით, რომ თუ არ მოხდება თქვენი დასაქმება, თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიაში ერთი წლის ვადით, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა
2025 წლის 04 მაისი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!