"STEPS Batumi Hotel & Suites" ახალი აპარტ-სასტუმრო ბათუმში, PREMIUM GROUP-ის მიერ განხორციელდა და გამოირჩევა შესაძლებლობით, როგორც საქმიან ისე დასვენების მიზნით ჩამოსულ სტუმარს მისცეს სრულფასოვანი განთავსების გამოცდილება.
მრავალფუნქციური კომპლექსი მოიცავს 550 აპარტამენტს, სპა ცენტრს, ღია საცურაო აუზს, რესტორნსა და ბარს.
"STEPS Batumi Hotel & Suites" აცხადებს ვაკანსიას სპა ცენტრის სუპერვაიზერის პოზიციაზე.
სამუშაო ლოკაცია: ბათუმი
ძირითადი მოვალეობები:
- სპა ცენტრის ყოველდღიური ოპერაციების მენეჯმენტი;
- მომხმარებლებთან პირდაპირი კომუნიკაცია;
- სპა ცენტრისთვის საჭირო მასალებისა და ინვენტარის მარაგების შედგენა-კონტროლი,
- საჭიროების შემთხვევაში განაცხადის დროული შედგენა;
- სპა ცენტრის მოწყობილობა-დანადგარების მუდმივი მონიტორინგი და შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
- საჭიროების შემთხვევაში შემოსულ ზარებზე პასუხი;
- საჭიროების შემთხვევაში პაციენტის პროცედურაზე ჩაწერა;
- სპა ცენტრის ეფექტური მომსახურების უზრუნველყოფა;
საკვალიფიკაციო და დამატებითი მოთხოვნები:
- სასურველია მსგავსი მოვალეობების შესრულების 6 თვიანი გამოცდილება;
- ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
- სასტუმროს საოპერაციო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
- კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
- კვებით უზრუნველყოფას;
- პროფესიულ განვითარებასა და კარიერული ზრდის შესაძლებლობებს;
- გუნდურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- კორპორატიულ ღონისძიებებს და გუნდურ აქტივობებს;
- თანამედროვე ოფისსა და კომფორტულ სამუშაო პირობებს;
თუ აკმაყოფილებთ ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ შემოუერთდეთ "STEPS Batumi Hotel & Suites" პროფესიონალთა გუნდს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@stepsbatumi.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება სპა ცენტრის სუპერვაიზერი;
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს გამოგზავნით, ეთანხმებით, რომ ზემოხსენებული კომპანია უფლებამოსილია კანონმდებლოთ დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია. აგრეთვე ეთანხმებით, რომ თუ არ მოხდება თქვენი დასაქმება, თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიაში ერთი წლის ვადით, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 04 მაისი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!