ბელბოი

ბათუმი სრული განაკვეთი Steps Batumi Hotel and Suites
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
სასტუმრო/რესტორანი/კვება: შვეიცარი (ბელბოი)
"STEPS Batumi Hotel & Suites" ახალი აპარტ-სასტუმრო ბათუმში, PREMIUM GROUP-ის მიერ განხორციელდა და გამოირჩევა შესაძლებლობით, როგორც საქმიან ისე დასვენების მიზნით ჩამოსულ სტუმარს მისცეს სრულფასოვანი განთავსების გამოცდილება.
მრავალფუნქციური კომპლექსი მოიცავს 550 აპარტამენტს, სპა ცენტრს, ღია საცურაო აუზს, რესტორნსა და ბარს.

"STEPS Batumi Hotel & Suites" აცხადებს ვაკანსიას ბელბოის პოზიციაზე.
სამუშაო ლოკაცია: ბათუმი

ძირითადი მოვალეობები:
  • თავაზიანი და პოზიტიური მომსახურება;
  • სტუმრების ოთახამდე მიცილება და ბარგის მოთავსება შესაბამის ადგილას;
  • სტუმრების დახვედრა და გაცილება;
  • გააცნოს სტუმრებს სასტუმროს წესები, აუხსნას სასტუმროს კუთვნილი აღჭურვილობის გამოყენება და ოთახების თავისებურებები;
  • უზრუნველყოს ტრანსპორტირება სტუმრებისთვის;
  • უზრუნველყოს ჩამოსული/მიმავალი სტუმრების ბარგის მოკლე ან გრძელი ვადით სათანადოდ შენახვა;
  • დაცვის სამსახურს აცნობოს ნებისმიერი უყურადღებოდ მიტოვებული ბარგის შესახებ;
  • შეასრულოს სხვა მოვალეობები ფრონტ ოფისის მენეჯერის დავალებით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა;
  • კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:
  • სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
  • კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
  • კვებით უზრუნველყოფას;
  • პროფესიულ განვითარებასა და კარიერული ზრდის შესაძლებლობებს;
  • გუნდურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • კორპორატიულ ღონისძიებებს და გუნდურ აქტივობებს;
  • თანამედროვე ოფისსა და კომფორტულ სამუშაო პირობებს;

თუ აკმაყოფილებთ ჩვენს მოთხოვნებს და გსურთ შემოუერთდეთ "STEPS Batumi Hotel & Suites" პროფესიონალთა გუნდს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@stepsbatumi.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება ბელბოი;

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს გამოგზავნით, ეთანხმებით, რომ ზემოხსენებული კომპანია უფლებამოსილია კანონმდებლოთ დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია. აგრეთვე ეთანხმებით, რომ თუ არ მოხდება თქვენი დასაქმება, თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები შეინახება კომპანიაში ერთი წლის ვადით, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 04 მაისი. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!