ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია „ასკანელი“ აცხადებს ვაკანსიას საწყობის კოორდინატორის პოზიციაზე.კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ:www.askaneli.gewww.facebook.com/Askaneli1880www.facebook.com/Askaneli-Gardenსაკვალიფიკაციო მოთხოვნები:- სასურველია უმაღლესი განათლება.
- საოფისე პროგრამების ფლობა.
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების ელემენტარულ დონეზე ფლობა.
- მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.
ფუნქციონალი:- კომპანიაში არსებული პროდუქციის ასორტიმენტის ცოდნა.
- საწყობის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა.
- არსებული სასაქონლო მარაგების, ნედლეულისა და პროდუქციის რაოდენობის მონიტორინგი.
- მიღებული შეკვეთების დროულად და სათანადოდ დაკმაყოფილება.
- საწყობის პერიოდული ინვენტარიზაცია და ნაშთების გასწორება-კონტროლი.
- კომპანიის მიერ გადაცემული ტექნიკის სათანადოდ გამოყენება და მოფრთხილება.
- პრობლემების დროული აღმოჩენა და აღმოფხვრა.
- საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 18:00 სთ.მის: ქ. თბილისი, სამგორის რაიონი, კახეთის გზატკეცილი # 110 ა. ლილო მოლის მიმდებარედ.კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას, კვებასა და ჯანმრთელობის დაზღვევას.დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ ქართულენოვანი, ფოტოსურათიანი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@askaneli.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.გისურვებთ წარმატებას.