სამედიცინო ცენტრი "მრჩეველი" ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოსა და მთელს ამიერკავკასიაში."მრჩეველი" პირველი ქართული ლაბორატორიაა, რომელმაც ანალიზების გაგზავნა დაიწყო ევროპაში. "მრჩეველი" აქტიურად არის ჩართული ლაბორატორიული მედიცინის განვითარებაში და გერმანელ პარტნიორებთან ერთად ნერგავს ხარისხზე, სიზუსტესა და პაციენტზე ორიენტირებულ სამედიცინო მომსახურებას.კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის შესახებ, შეგიძლიათ ეწვიოთ: http://www.mrcheveli.com
სამედიცინო ცენტრი "მრჩეველი - ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ქ. ბათუმში ექიმი-ადმინისტრატორის (რეგისტრატორის) პოზიციაზე.საკვალიფიკაციო მოთხოვნები:- აუცილებელია უმაღლესი სამედიცინო განათლება;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
- საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.
ფუნქცია-მოვალეობები:- მომსახურების სტანდარტების შესაბამისად, პაციენტების მიღება-რეგისტრაცია;
- კვლევის შედეგების ინტერპრეტაცია
- პაციენტთან დაკავშირებულ საკითხებზე სადაზღვევო კომპანიებთან ურთიერთობა;
- პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციის შესახებ ინფორმაციის პროგრამაში შეტანა;
- გაწეული სამედიცინო მომსახურების საფასურის მიღება ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებით
- სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა ლაბორატორიის ბინაზე გამოძახების დასაგეგმად
პროფესიული უნარ-ჩვევები:- პასუხისმგებლიანი;
- კომუნიკაბელური;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
- სხარტი აზროვნების უნარი;
- ორგანიზებული;
- პასუხისმგებლიანი;
- ენერგიული.
რას გთავაზობთ:- პროფესიონალ გუნდთან ერთად მუშაობის შესაძლებლობას;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას
- ლაბორატორიულ კვლევებზე ფასდაკლებას თანამშრომლისათვის და მისი ოჯახის წევრებისთვის როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hr@mrcheveli.comგთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.სამედიცინო ცენტრი "მრჩეველი - ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფი" მადლობასგიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ ჯანმრთელობას.