სამეურნეო/ტექნიკური მენეჯერის ასისტენტი
თარიღები: 18 აპრ - 02 მაი
მდებარეობა: თბილისი
დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
მივლინება: არა
მართვის მოწმობა: B
ლოგისტიკა/ტრანსპორტი:  მარაგების მართვა ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი:  მოწყობილობების მონტაჟი/მხარდაჭერა/შეკეთება
ელ.ფოსტა გამოხმაურებისთვის: assistance@myigg.ge
შპს „აიჯიჯი ასისტანსი“ აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო/ტექნიკური მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები
  • ინვენტარიზაციის ჩატარების პროცესში ჩართულობა;
  • კომპანიაში არსებული ინვენტარის მეთვალყურეობაში მონაწილეობის მიღება;
  • კომპანიის სერვის ცენტრებისთვის საჭირო ტექნიკური და სატრანსპორტო მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
  • მცირე სახის ტექნიკური სამუშაოების შესრულება;
  • ადმინისტრაციის დაუყოვნებლივ ინფორმირება დაზიანებული ფანჯრების, ონკანების, მილების გაჟონვის ან სხვა ნებისმიერი სახის აღმოჩენილი დაზიანების შესახებ და მათი შეკეთება;
  • სხვა მსგავსი დავალებების შესრულება ადმინისტრაციის მითითებების შესაბამისად. 
  • უშუალო უფროსების სხვადასხვა მითითებების შესრულება.

აუცილებელი მოთხოვნები
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
  • საოფისე პროგრამების ცოდნა
  • B კატეგორიის მართვის მოწმობის ქონა

პიროვნული უნარები
  • ინიციატივიანი
  • აქტიური
  • დეტალებზე ორიენტირებულობა 
  • გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი

ჩვენი საკონტაქტო ინფორმაცია:
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით ელ.ფოსტაზე: assistance@myigg.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება. (სამეურნეო/ტექნიკური მენეჯერის ასისტენტი)
მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!