ლოჯისტიკური კომპანია Tiger Trans Group აცხადებს ვაკანსიას ტვირთების “დისპეჩერის” პოზიციაზე. კომპანია აწარმოებს ტვირთების გადაზიდვას და სადისპეჩერო მომსახურეობას ამერიკის ტერიტორიაზე. ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, წერეთლის გამზირი, აგლაძის ქ. #37 სამუშაო გრაფიკი: 16:00 სთ-დან 02:00 სთ-მდე. სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. ფუნქცია-მოვალეობები: - გადასაზიდი ტვირთების მოძიება;
- მარშრუტის დაგეგმვა;
- კლიენტთან და ბროკერთან მოლაპარაკების წარმოება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - ინგლისური ენის ცოდა მაღალ დონეზე
- რუსული ენის ცოდნა საშუალო დონეზე
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
პიროვნული უნარ-ჩვევები; - ორგანიზებულობა;
- მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი;
- სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.
შერჩეულ კანდიდატებს მოუწევთ რამდენიმეკვირიანი გადამზადების პერიოდის გავლა-საქმის დეტალების შესასწავლად. კარგად ათვისების შემთხვევაში მოხდება სამსახურში აყვანა. დაინტერესებულ კანდიდატებს შეუძლიათ გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: tigertrans206@gmail.com გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.