კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას აკადემიური პროცესის მართვის სამსახურში სპეციალისტის პოზიციაზე
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
- საგანმანათლებლო პროგრამების სპეციფიკის ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- ინგლისური ენის არანაკლებ B1 დონის კომპეტენცია;
- გუნდური მუშაობის უნარი
ფუნქცია-მოვალეობები:
- მონაწილეობს პირველკურსელთა რეგისტრაციის პროცესში;
- ფაკულტეტებიდან სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ინფორმაციის მოგროვება, დამუშავება, გავრცელება.
- მონაწილეობს მობილობის პროცესის ორგანიზაციულ უზრუნველყოფაში;
- მონაწილეობს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების (დიპლომების) მომზადების პროცესში;
- მონაწილეობს სერთიფიკატებისა და აკადემიური ცნობების მომზადების პროცესში;
სამუშაო გრაფიკი: სრული
- ანაზღაურება: 1000 ლარი.
- კონკურსის ეტაპები:
- საკონკურსო განაცხადების გადარჩევა;
- გასაუბრება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ,
16.04.2025 მდე გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ელ.ფოსტაზე:
hr@ciu.edu.ge