მცხობელის დამხმარე

ბათუმი სრული განაკვეთი სასტუმრო შერატონ ბათუმი
მივლინება: არა
სასტუმრო/რესტორანი/კვება: მცხობელი
მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ სასტუმრო შერატონ ბათუმში გახსნილია ვაკანსია მცხობელის დამხმარის პოზიციაზე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება, სასურველია სასტუმროს სფეროში; 
  • პროფესიული განათლება კვებისა და სასმელების მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესად); 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • პურ-ფუნთუშეულის/კრუასანების ცხობა; 
  • სურსათის უვნებლობის პარამეტრების მკაცრი დაცვა და კონტროლი; 
  • ტექნიკის მოვლა, მათი გაუმართაობის შემთხვევაში მენეჯერის ან მისი ასისტენტის ინფორმირება; 
 
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები: 
  • კეთილსინდისიერი და პასუხისმგებლიანი; 
  • შრომისმოყვარე; 
  • ენერგიული და დისციპლინირებული; 
  • სასურველია ცხობის მიმართულებით სამუშაო გამოცდილების ქონა. 
 
სასტუმრო შერატონ ბათუმი, პირველი 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო აჭარის რეგიონში,  გაიხსნა 2010 წელს. ჩვენ ვართ პირველი ბრენდირებული სასტუმრო, რომელიც წარმოადგენს სტუმართ მასპინძლობის მაგალითს და დღემდე წარმატებით ოპერირებს შრომის ბაზარზე.  
 
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე: ia.bedinadze@sheraton.com ან მოხვიდეთ სასტუმროში (ბათუმი. შ. რუსთაველის 28) და ადგილზე შეავსოთ აპლიკაციის ფორმა.  
აუცილებლად მიუთითეთ რა პოზიციაზე აკეთებთ განაცხადს. 
 
გისურვებთ წარმატებას!