საფირმო ხორცპროდუქტების მაღაზია "აშენდი აგრო საქართველო" ეძებს ენერგიულ და პასუხისმგებლიან მოლარეს!
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დიღომი
სამუშაო გრაფიკი: დღე გამოშვებით, 09:00 - 20:00
ანაზღაურება: 1000 ლარი (ნეტი)
ვინ ვართ ჩვენ?
ჩვენი მაღაზია მომხმარებლებს სთავაზობს მაღალი ხარისხის ხორცპროდუქტებს, მეგობრულ მომსახურებას და კომფორტულ გარემოს. თუ გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, ხარ ყურადღებიანი და პასუხისმგებლიანი – ეს ვაკანსია შენთვისაა!
ძირითადი მოვალეობები:
- მომხმარებლების სწრაფი და თავაზიანი მომსახურება
- ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების პროცესის მართვა
- სალაროს ოპერაციების შესრულება და დღის დახურვა
- გაყიდვების პროცესში კონსულტაციის გაწევა
- სალაროსთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მოწესრიგება
მოთხოვნები:
- შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია
- კომუნიკაბელურობა და მომხმარებელზე ორიენტირებულობა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- გუნდური მუშაობის უნარი
რას გთავაზობთ?
- სტაბილური სამუშაო გარემო
- სასიამოვნო და მეგობრული კოლექტივი
- ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: HR@ashendi.com და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება “ მოლარე“ რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელითა და გვარით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
შპს „აშენდი აგრო“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას.