ა(ა)იპ სავალდებულო დაზღვევის ცენტრი აცხადებს ვაკანსიას ოფის მენეჯერის პოზიციაზე.
ა(ა)იპ სავალდებულო დაზღვევის ცენტრი ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხიმგებლობის სავალდებულო დაზღვევის უზრუნველყოფას. www.tpl.ge

ოფის მენეჯერის ძირითადი ფუნქცია–მოვალეობები:
- ა(ა)იპ სავალდებულო დაზღვევის ცენტრში შემოსულ სატელეფონო ზარებზე/მეილებზე პასუხის გაცემა და შესაბამის ადრესატებთან გადამისამართება;
- ა(ა)იპ სავალდებულო დაზღვევის ცენტრში შემოსული და ცენტრიდან გასული წერილების მართვა/აღრიცხვა. ადრესატისთვის წერილების დროული გადაცემის უზრუნველყოფა;
- ა(ა)იპ სავალდებულო დაზღვევის ცენტრის თანამშრომლების სამივლინებო დოკუმენტების შექმნა, რეგისტრაცია, შენახვა;
- ა(ა)იპ სავალდებულო დაზღვევის ცენტრის თანამშრომლების მივლინების დროს სასტუმროებისა და ბილეთების დაჯავშნა;
- საკურიერო კომპანიასთან მუდმივი კომუნიკაცია, საჭიროებისამებრ მძღოლი/კურიერების გამოძახება და გადამისამართება დანიშნულებისამებრ;
- კომპანიის დირექტორების სტუმრების დახვედრა და მიღება;
- დირექტორების შეხვედრების ორგანიზება, შეხვედრაზე განხილული საკითხების ჩანიშვნა და ოქმის სახით დირექტორებისთვის მიწოდება;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ დავალებული სხვადასხვა საქმიანობის შესრულება;
- კლიენტებთან მომსახურების პროცესში სრულად ჩართულობა.
მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები:
- გამართული, სწორი, ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ყურადღება დეტალების მიმართ;
- კომუნიკაბელურობა;
- პუნქტუალურობა;
- მომხმარებელზე ორიენტირებული;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- შეფერხებების მართვის უნარი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია უმაღლესი განათლება;
- აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება;
- აუცილებელია უცხო ენის სრულყოფილი ცოდნა (ინგლისური, რუსული);
- კლიენტთა მომსახურების სტანდარტების ცოდნა;
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა.
სამუშაო პირობები:
- სამუშაო ადგილი: ქალაქი თბილისი;
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (09:30-18:30);
- ეტაპობრივად მზარდი სახელფასო და საბონუსე სისტემა;
- ჯანმრთელობის კორპორატიული დაზღვევა კომპანიის დაფინანსებით;
- სწავლების დაფინანსება: პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობა;
დაინტერესებულ პირებს ვთავაზობთ სასიამოვნო, მეგობრულ, თანამშრომელზე ორიენტირებულ
სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთზე ზრუნვა კორპორატიული კულტურის მთავარი ღირებულებაა. გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@tpl.ge და წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ოფის მენეჯერი განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 28 აპრილი. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გაცნობებთ, ა(ა)იპ “სავალდებულო დაზღვევის ცენტრი” ამუშავებს კანდიდატის მიერ გაზიარებულ ინფორმაციას (რეზიუმეს (CV), თანდართულ დოკუმენტებს (მათ შორის, სერტიფიკატებს, დიპლომებს) და აღნიშნულ დოკუმენტებში მითითებულ მონაცემებს), გამოცხადებულ ან/და სამომავლო ვაკანსიაზე,
კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
კანდიდატის შესახებ პერსონალური მონაცემები ინახება არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კანდიდატსა და ა(ა)იპ “სავალდებულო დაზღვევის ცენტრს” შორის გრძელდება შრომითი ურთიერთობა.
ა(ა)იპ ,,სავალდებულო დაზღვევის ცენტრი” კანდიდატის შესახებ მონაცემებს არ გადასცემს/არ ხდის ხელმისაწვდომს მესამე პირებისათვის კანდიდატისათვის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის საფუძველზე.
კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა ა(ა)იპ „სავალდებულო დაზღვევის ცენტრს“ და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და
განადგურება;აღნიშნული მიზნით, კანდიდატი უფლებამოსილია დაუკავშირდეს ა(ა)იპ „სავალდებულო დაზღვევის ცენტრს“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს შემდეგ ელ-ფოსტაზე:dpo@tpl.ge წინამდებარე შეტყობინების საფუძველზე, კანდიდატი მიიჩნევა ინფორმირებულად მის შესახებ ა(ა)იპ
“სავალდებულო დაზღვევის ცენტრის” მიერ მონაცემთა დამუშავების საკითხებზე.