პროექტ მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი HH Recruitment
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური მართვის მოწმობა: B
ხარისხის კონტროლი, გარემოს დაცვა, უსაფრთხოება: უსაფრთხოების ინჟინერი სამშენებლო, უძრავი ქონება: გათბობა/კონდიცირების სისტემები, ელექტროგაყვანილობის სპეციალისტი, მშენებლობა(ზოგადი), სამშენებლო პროექტების მართვა
HH Recruitment (www.HH.ge) ეძებს კანდიდატს, პროექტ მენეჯერის პოზიციაზე თბილისში, უსაფრთხოების სისტემების ერთ-ერთი კომპანიიისთვის.

ძირითადი მოვალეობები:
  • მოსალოდნელი პროექტების განხილვა და პირველადი ინფორმაციის მიღება პროექტის განხორციელების გეგმის შესამუშავებლად;
  • პროექტის განხორციელების გეგმის დამუშავება, საჭირო შიდა და გარე რესურსების დაგეგმარება, დეტალური ვადების განსაზღვრა;
  • პროექტის შესახებ ინფორმაციისა და კონტაქტების გადმობარება შესაბამის ექაუნთ მენეჯერისგან - ინფორმაციის მიღება, კლიენტის წარმომადგენლების გაცნობა, გეგმების შეთანხმება და ა.შ;
  • პროექტის სამუშაო გუნდის ფორმირება, მათი ინფორმირება და თითოეული თანამშრომლისთვის დეტალური დავალებების გადანაწილება;
  • პროექტის განხორციელებისთვის საჭირო შესყიდვების დროულად შეძენისა და მობილიზაციის ინიცირება და მარაგების კონტროლი;
  • ქვეკონტრაქტორების შერჩევაში მონაწილეობა და ჩართვა პროექტის სამუშაოებში, კოორდინაცია და შეფასება;
  • პროექტის სამოქმედო გეგმის მიხედვით პროცესების წარმართვა პროექტის განსაზღვრული ვადების შესაბამისად - ობიექტზე ინვენტარის მობილიზაციის, კონკრეტული სამუშაოს შესრულების, სამუშაო ძალის ჩართვის და ა.შ
  • პროექტის ყველაზე კრიტიკულ ეტაპებზე სამუშაოებში დამატებითი ძალების მობილიზება, დამკვეთის სწორი ჩართულობის უზრუნველყოფა და რისკების პრევენცია;
  • პროექტის განხორციელების გეგმების შესრულების მოსალოდნელი გადახრების პრევენცია და რეაგირების ნაბიჯების დაგეგმვა;
  • მიმდინარე სამუშაო პროცესების მონიტორინგის დროს აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ პროექტების მართვის/ კლიენტების კმაყოფილების ხელმძღვანელის ინფორმირება, მათ შორის ხარისხის კონტროლის ერთეულის მიერ გამოვლენილი ხარვეზების დეტალური შესწავლა და რეაგირების ნაბიჯების დაგეგმვ
  • ყველა საჭირო დოკუმენტაციის წარმოება პროექტის დაწყებიდან დასრულებამდე;
  • დამკვეთის მიერ შესასრულებელი სამუშაოების წარმართვის პროცესში წარმოქმნილი შეფერხებების შესახებ დამკვეთის ინფორმირება და შეთანხმება პროექტის გეგმის ცვლილებაზე;
  • დადგენილი მომსახურებისა და კომუნიკაციის სტანდარტების მიხედვით კლიენტების მომსახურება;
  • ვეზირის კლიენტების კმაყოფილება/ უკმაყოფილების შესახებ ინფორმაციის მოგროვება და საჭიროებისამებრ მომსახურებაში ცვლილებების შეტანის ინიცირება;
  • პროექტის დასრულების შემდგომ კლიენტთან პერიოდული უკუკავშირის განხორციელება და კმაყოფილების მოკითხვა;
  • არსებული კლიენტებისგან ექსპლუატაციის სერვისის მიწოდების საჭიროებების დროული გამოვლენა, დაგეგმვა და განხორციელება მაღალი ხარისხით;
  • პროექტების დაგეგმვისა და მართვის მეთოდოლოგიის განვითარების ინიციატივების დაყენება და ცვლილებების დანერგვა საქმიანობაში;
  • ცვლილებების ინიცირება გაყიდვების მიდგომებში, პროდუქტებში, სერვისებში, კომპეტენციებსა და სხვა მიმართულებით, რაც გაზრდის კლიენტების კმაყოფილებას ვეზირის მომსახურებით;

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება, სასურველია ტექნიკური (ინჟინერია, ფიზიკა, მათემატიკა, ელექტრონიკა, კავშირგაბმულობა, პროგრამირება, კომპიუტერული მეცნიერებები) მიმართულებით;
  • აუცილებელია პროექტ მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება, უსაფრთხოების სისტემებში, BMS, ან მსგავს სფეროში;
  • სასურველია B კატეგორიის მართვის მოწმობა;
  • MS Office;
  • სასურველია MS Project-ის ცოდნა;
  • აუცილებელია ინგლისური ენის კარგად ცოდნა;

დამატებითი ინფორმაცია:
  • 5 სამუშაო დღე (10:00-18:00);
  • სამედიცინო დაზღვევა;
  • სატელეფონო ლიმიტი;
  • Fitpass;
  • ბონუსი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოეხმაუროთ აღნიშნულ ვაკანსიას “APPLY” ღილაკზე დაჭერით.
გაგზავნე CV