შპს ,,მეტროლოგი“ აცხადებს კონკურსს თანამშრომლის ვაკანსიაზე.თანაშრომლის მიმართ მოთხოვნები:- განათლება: სასურველია ტექნიკური განხრით;
- მუშაობის გამოცდილება – სასურველია გაზომვის საშუალებებთან, მოწყობილობებთან, ხელსაწყოებთან მუშაობის გამოცდილების არსებობა.
პირადი თვისებები:- კომუნიკაბელური;
- უკონფლიქტო;
- განვითარებაზე ორიენტირებული;
- წესრიგის მოყვარული
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;
- გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი.
ძირითადი მოვალეობები:- კომპანიის ლაბორატორიაში და დამკვეთის ტერიტორიაზე არსებული სხვადასხვა სახის გაზომვის საშუალებების (მათ შორის მექანიკური, ელექტროტექნიკური და სხვა სახის ხელსაწყოების) შემოწმება/დაკალიბრება არსებული პროცედურების მიხედვით.
- შესაბამისი ჩანაწერების წარმოება, კომპიუტერის საშუალებით დადგენილი ფორმის დოკუმენტების აწყობა.
- სხვადასხვა ენაზე არსებული ტექნიკური სახის ლიტერატურასთან მუშაობა. ადგილზე უზრუნველყოფილი იქნება შესასრულებელი საქმიანობის შესწავლა.
სამუშაო: სრული განაკვეთი. 09:00-18:00. ორშაბათი - პარასკევი.სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი 191. პერიოდული მივლინებებით შესასრულებელი ხელშეკრულებების მიხედვით.მართვის მოწმობა – გთხოვთ, მიუთითოთ გაქვთ თუ არა მსუბუქი ა/მანქანის მართვის მოწმობა. ასევე, რა ენებს ფლობთ და რა დონეზე.დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ თქვენი CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: nmachitidze@yahoo.com .გთხოვთ, დროულად გამოაგზავნოთ თქვენი CV, ვინაიდან კანდიდატურების განხილვა მიმდინარეობს შემოსული განაცხადების მიხედვით.