უსაფრთხოების სისტემების ინჟინერი

თბილისი სრული განაკვეთი HH Recruitment
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
უშიშროება/დაცვა: ვიდეოთვალის სისტემები/მონიტორინგი ხარისხის კონტროლი, გარემოს დაცვა, უსაფრთხოება: უსაფრთხოების ინჟინერი, ტექნიკის უსაფრთხოების ინჟინერი ინჟინერია: ავტომატიზირებული სისტემების პროექტირება
HH Recruitment (www.HH.ge) ეძებს კანდიდატს, უსაფრთხოების სისტემების ინჟინრის პოზიციაზე თბილისში, უსაფრთხოების სისტემების ერთ-ერთი კომპანიიისთვის.

ძირითადი მოვალეობები:
  • გამოყოფილ სამუშაო ჯგუფთან ერთად ტექნიკური დავალების დეტალური გარჩევა და ხარისხიანი გადაწყვეტების დასამუშავებლად საჭირო პირობების იდენტიფიცირება
  • საპროექტო მოთხოვნების დეტალური შესწავლა და შესაბამისი ტექნიკური მოთხოვნების განსაზღვრა ობიექტებზე
  • ხარვეზების დროული იდენტიფიცირება და აღმოფხვრა
  • არსებული პროექტების მიმდინარეობისას ტექნიკოსების მონიტორინგი და ტექნიკური ხარისხის პერიოდული შემოწმება
  • უსაფრთხოების სისტემების(სიგნალიზაცია, ვიდეომეთვალყურეობა, დაშვების კონტროლი და სხვა) ინსტალაცია, პროგრამირება, გაშვება, ტესტირება,  სერთიფიცირება, მომსახურება
  • დარგში არსებული ტექნიკური სიახლეების, ინოვაციების მუდმივი გაცნობა და საინტერესო მიგნებების პრაქტიკაში დანერგვა
  • არსებული უსაფრთხოების სისტემების მონიტორინგი, პრობლემების დაფიქსირების შემთხევაში მათზე დროული რეაგირება
  • არსებული სისტემების განახლების/გაფართოების შემთხვევაში ტექნიკური გადაწყეტილების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება
  • მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება უსაფრთხოების სისტემების უმცროსი ინჟინრის პოზიციაზე
  • აუცილებელია ვიდეო სამეთვალყურეო, დაშვების ელექტონული კონტროლის, ხანძარ საწინააღმდეგო, შეღწევის საწინააღმდეგო სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (ჩამოთვლილთაგან მინიმუმ 2 სისტემასთან მუშაობის გამოცდილება)
  • AutoCAD და Visio ცოდნა
  • ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა
 
დამატებითი ინფორმაცია:
  • სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00სთ
 
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) მითითებულ მეილზე: Recruitment13@hh.ge