ინვენტარიზაციის მენეჯერის ასისტენტი

თბილისი სრული განაკვეთი საქართველოს უნივერსიტეტი
მივლინება: არა
განათლება: საშუალო განათლება
ადმინისტრაცია: ადმინისტრაციული თანაშემწე ლოგისტიკა/ტრანსპორტი: საწყობი
საქართველოს უნივერსიტეტი გთავაზობთ გახდეთ ინვნეტარიზაციის მენეჯერის ასისტენტი UG-ში.

ჩვენს პერსონალს დავახვედრებთ
  • კონკურენტულ ანაზღაურებას
  • პროფესიული განვითარების ხელშეწყობას
  • ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას
  • უსაფრთხო სამუშაო გარემოს
  • უახლეს საოფისე ტექნოლოგიებს

თქვენი ძირითადი მოვალეობები იქნება:
ინვენტარიზაციის პროცესის მხარდაჭერა:
  • მონაწილეობა ინვენტარიზაციის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესებში;
  • ინვენტარიზაციის ანგარიშები და მონაცემების განახლება;
  • საჭირო დოკუმენტაცისა და ჩანაწერების წარმოება ინვენტარიზაციის პროცესთან დაკავშირებით;
  • მონაწილეობის მიღება ინვენტარიზაციის პროცესების ოპტიმიზაციისა და გაუმჯობესების პროცესებში;
  • ინვენტარიზაციის ჩამოწერის პროცედურების მომზადება.

კვალიფიკაცია, რომელსაც ვითხოვთ
  • საშუალო განათლება
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა 
  • ელექტრონულ საინფორმაციო რესურსებში მუშაობა; 

სამუშაო პირობები:
  • სრული განაკვეთი (10:00დან - 19:00მდე)

უნარები, რომელიც უნდა გქონდეთ
  • ორგნიზებულობა
  • გუნდური მუშაობა
  • დეტალებზე ორიენტირება
  • სტრესულ გარემოში მუშაობა

დაინტერესებულმა კანდიდატებმა წარმოადგინეთ CV 2025 წლის 10 აპრილის  ჩათვლით შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@ug.edu.ge. სათაურის ველში მიუთითეთ: ინვნეტარიზაციის მენეჯერის ასისტენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება. 

საქართველოს უნივერსიტეტი არის ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც ემსახურება 7000-მდე ქართველ და საერთაშორისო სტუდენტს. UG-ს მრავალფეროვანი და პროგრესული გუნდი 1200-ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს.
სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: https://ug.edu.ge/public/

საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი პატივს სცემს ადამიანის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას და მოქმედებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება საქართელოს უნივერსიტეტის მიერ, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემები გამოიყენება წანასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესასხებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

გისურვებთ წარმატებას!