ოპერაციების მენეჯერი / რეზერვაციის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი 4 Seasons Travel
მივლინება: არა ხელფასი: 1500 - 2000 +ბონუსი
ენები: ინგლისური
ბუღალტერია/ფინანსები: ფინანსები(ზოგადი), ხელფასები (ბუღალტერია) ტურიზმი/გართობის სექტორი: ჯავშნები
ტურისტული კომპანია 4 სიზონს თრეველი აცხადებს ვაკანსიას: ოპერაციების მენეჯერისა და რეზერვაციის მენეჯერის პოზიციაზე.

ოპერაციების მენეჯერი

ადგილმდებარეობა: თბილისი;
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: 1500-2000

ძირითადი მოთხოვნები:
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (წერა/საუბარი);
  • ექსელის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ხელფასებისა და ბონუსების დათვლა შემოსავლების,ხარჯებისა და მოგების მიხედვით;
  • მოგება/ზარალის და სალაროს მომზადება/დამუშავება;
  • ტრანსპორტირების თანხის კალკულაციების შემოწმება/დადასტურება/გადარიცხვა;

სამუშაო დრო და ანაზღაურება:
  • ტურისტულ სეზონზე მაისი-სექტემბრი (ორშაბათი-შაბათი,განაკვეთი სრული ) - ანაზღაურება 2000 ლარი;
  • ოქტომბერი-აპრილი ანაზღაურება (ორშაბათი-პარასკევი,განაკვეთი სრული) 1500 ლარი;

რეზერვაციის მენეჯერი

ადგილმდებარეობა: თბილისი;
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-შაბათი)
ანაზღაურება: 1500 + ბონუსი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა- Outlook, MC excel, Mc word
  • ინგლისური ენა B2 ,დამატებითი ენა ჩაითვლება პრიორიტეტად
  • გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად.

(ოთხ თვიანი სამუშაო კონტრაქტი, ოთხი თვის შემდეგ შეთანხმებისამებრ გაგრძელების პერსპექტივით)

უნარები:
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პროცესების ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება და დროის ეფექტურად განაწილების უნარი.

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@4seasons.travel დასახელებაში მიუთითეთ რეზერვაციის მენეჯერი/ხარჯთაღრიცხვის მენეჯერი