კომპანია დუალმაინდი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: საერთაშორისო შესყიდვების ასისტენტი
შპს დუალმაინდი აქტიურად საქმიანობს სამედიცინო ტექნოლოგიების სფეროში, 2015 წლიდან. კერძოდ, აპარატების იმპორტი და რეალიზაცია, ინსტალაცია, გეგმიური ტექნიკური მომსახურება, ხარისხის კონტროლი, შეკეთება, კონსულტირება.დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: dualmind.ge; facebook.com/ltddualmindვაკანტური თანამდებობის შესახებ:- სამუშაო ადგილი: შპს დუალმაინდ, თბილისი, დიდი დიღომი ვეფხისტყაოსნის ქ. N16 (გუდვილის მიმდებარედ)
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 (1 საათი შესვენება)
- ანაზღაურების ტიპი: ფიქსირებული
- გამოსაცდელი ვადა: 2 (ორი) თვე
- ანაზღაურების ოდენობა (გამოსაცდელი ვადა): 700.00₾ (ხელზე ასაღები)
ძირითადი მოვალეობები:- მომწოდებლებთან კომუნიკაცია წერილობითი და ვერბალური ფორმით
- შესასრულებელი საქმიანობის შესაბამისად შიდა სტრუქტურულ ერთეულებთან კომუნიკაცია
- ფორვარდერი კომპანიებისა და ამანათების კონტროლი
- პროდუქციასთან დაკავშირებული დოკუმენტების მოწესრიგება კომპანიის შიდა პროგრამებში მუშაობა
- საჭირეოების შემთხვევაში ინგლისურიდან ქართულ ენაზე თარგმნა (ბროშურა)
- თანამდებობით განსაზღვრული მოვალეობების შესრულებისთვის სხვა დავალებების შესრულება
მოთხოვნები, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს შესყიდვების მენეჯერის ასისტენტი:- უმაღლესი განათლება (განიხილება სტუდენტი)
- ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა (B2), უპირატესობა მიენიჭება ენის დამადატურებელი სერთიფიკატის მქონე პირს
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულფასოვანი ცოდნა
სასურველი უნარ-ჩვევები:- ანალიტიკური აზროვნების უნარი
- დეტალებზე და შედეგებზე ორიენტირების უნარი
- ეფექტური ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი
- ორგანიზებულობა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- გუნდურად მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა
ჩვენ გთავაზობთ:- საინტერესო, გამოწვევებით სავსე, ჯანსაღ სამუშაო გარემოს
- კომფორტულ სამუშაო გარემოს
- პროფესიული ზრდის შესაძლებლობას
- მეგობრულ, შრომისმოყვარე და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს
- სტაბილურ სამუშაოს
კანდიდატებმა, დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ CV შემდეგ ელ. ფოსტაზე: dual.mind@outlook.com მეილის სათაურის ველში მიუთითეთ: “საერთაშორისო შესყიდვების ასისტენტი”შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას.დუალმაინდის გუნდი გისურვებთ წარმატებას!