საერთაშორისო შესყიდვების ასისტენტი

თბილისი სრული განაკვეთი დუალმაინდ
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
ადმინისტრაცია: ადმინისტრაციული თანაშემწე შესყიდვები: შესყიდვები(ზოგადი)
კომპანია დუალმაინდი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: საერთაშორისო შესყიდვების ასისტენტი

შპს დუალმაინდი აქტიურად საქმიანობს სამედიცინო ტექნოლოგიების სფეროში, 2015 წლიდან. კერძოდ, აპარატების იმპორტი და რეალიზაცია, ინსტალაცია, გეგმიური ტექნიკური მომსახურება, ხარისხის კონტროლი, შეკეთება, კონსულტირება.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: dualmind.gefacebook.com/ltddualmind

ვაკანტური თანამდებობის შესახებ:
  • სამუშაო ადგილი: შპს დუალმაინდ, თბილისი, დიდი დიღომი ვეფხისტყაოსნის ქ. N16 (გუდვილის მიმდებარედ)
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 (1 საათი შესვენება)
  • ანაზღაურების ტიპი: ფიქსირებული
  • გამოსაცდელი ვადა: 2 (ორი) თვე
  • ანაზღაურების ოდენობა (გამოსაცდელი ვადა): 700.00₾ (ხელზე ასაღები)

ძირითადი მოვალეობები:
  • მომწოდებლებთან კომუნიკაცია წერილობითი და ვერბალური ფორმით
  • შესასრულებელი საქმიანობის შესაბამისად შიდა სტრუქტურულ ერთეულებთან კომუნიკაცია
  • ფორვარდერი კომპანიებისა და ამანათების კონტროლი
  • პროდუქციასთან დაკავშირებული დოკუმენტების მოწესრიგება კომპანიის შიდა პროგრამებში მუშაობა
  • საჭირეოების შემთხვევაში ინგლისურიდან ქართულ ენაზე თარგმნა (ბროშურა)
  • თანამდებობით განსაზღვრული მოვალეობების შესრულებისთვის სხვა დავალებების შესრულება

მოთხოვნები, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს შესყიდვების მენეჯერის ასისტენტი:
  • უმაღლესი განათლება (განიხილება სტუდენტი)
  • ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა (B2), უპირატესობა მიენიჭება ენის დამადატურებელი სერთიფიკატის მქონე პირს
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულფასოვანი ცოდნა

სასურველი უნარ-ჩვევები:
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • დეტალებზე და შედეგებზე ორიენტირების უნარი
  • ეფექტური ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი
  • ორგანიზებულობა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • გუნდურად მუშაობის უნარი და კოლეგიალურობა

ჩვენ გთავაზობთ:
  • საინტერესო, გამოწვევებით სავსე, ჯანსაღ სამუშაო გარემოს
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს
  • პროფესიული ზრდის შესაძლებლობას
  • მეგობრულ, შრომისმოყვარე და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს
  • სტაბილურ სამუშაოს

კანდიდატებმა, დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ CV შემდეგ ელ. ფოსტაზე: dual.mind@outlook.com მეილის სათაურის ველში მიუთითეთ: “საერთაშორისო შესყიდვების ასისტენტი”

შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას.

დუალმაინდის გუნდი გისურვებთ წარმატებას!