კომპანია "ნატურლენდი" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენელის პოზიციაზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი ვებ გვერდი: Shop.naturland.ge
ძირითადი მოვალეობები:
- ყოველდღიური ვიზიტები ექიმებთან და ფარმაცევტებთან.
- სამიზნე აუდიტორიისათვის კომპანიის პროდუქტების გაცნობა, დანერგვა, დასახული გეგმის შესრულება
- კომპანიის მიერ დაგეგმილ მარკეტინგულ აქტივობებში მონაწილეობა (კონფერენცია, პრეზენტაცია)
- CRM სისტემაში ყოველდღიური, ყოველთვიური სამუშაოს დაგეგმარება/რეპორტინგი.
ძირითადი მოთხოვნები:
- სასურველი უმაღლესი სამედიცინო განათლება (ან/და მომიჯნავე სფეროში განათლება)
- სამედიცინო წარმომადგენლად, მარკეტინგში ან გაყიდვების სამსახურში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე.
- სასურველია რომელიმე ერთი უცხო ენის ცოდნა
პიროვნული მახასიათებლები
- კომუნიკაბელურობა, პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი
- ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა, პუნქტუალობა, დროის მენეჯმენტი
- ანალიტიკური აზროვნების უნარი, კრეატიულობა, შედეგზე ორიენტირებულობა
- ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- მეგობრულ გარემოს;
- სოციალურ პაკეტს - სატელეფონო ხარჯები, ჯანმრთელობის დაზღვევა, სამგზავრო ხარჯები (საწვავის ბარათი / სამგზავრო ბარათი), ფიტპასი.
სამუშაო განაკვეთი: სრული 10:00-დან 18:00-მდე, ორშაბათი -პარასკევი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ ელ. მისამართზე: info@naturland.ge