სამედიცინო წარმომადგენელი

თბილისი სრული განაკვეთი ნატურლენდი
მივლინება: არა
სამედიცინო: სამედიცინო წარმომადგენელი
კომპანია "ნატურლენდი" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენელის პოზიციაზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჩვენი ვებ გვერდი: Shop.naturland.ge

ძირითადი მოვალეობები:
  • ყოველდღიური ვიზიტები ექიმებთან და ფარმაცევტებთან.
  • სამიზნე აუდიტორიისათვის კომპანიის პროდუქტების გაცნობა, დანერგვა, დასახული გეგმის შესრულება
  • კომპანიის მიერ დაგეგმილ მარკეტინგულ აქტივობებში მონაწილეობა (კონფერენცია, პრეზენტაცია)
  • CRM სისტემაში ყოველდღიური, ყოველთვიური სამუშაოს დაგეგმარება/რეპორტინგი.

ძირითადი მოთხოვნები:
  • სასურველი უმაღლესი სამედიცინო განათლება (ან/და მომიჯნავე სფეროში განათლება)
  • სამედიცინო წარმომადგენლად, მარკეტინგში ან გაყიდვების სამსახურში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე.
  • სასურველია რომელიმე ერთი უცხო ენის ცოდნა

პიროვნული მახასიათებლები
  • კომუნიკაბელურობა, პრობლემური სიტუაციების მართვის უნარი
  • ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა, პუნქტუალობა, დროის მენეჯმენტი
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი, კრეატიულობა, შედეგზე ორიენტირებულობა
  • ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:
  • პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
  • მეგობრულ გარემოს;
  • სოციალურ პაკეტს - სატელეფონო ხარჯები, ჯანმრთელობის დაზღვევა, სამგზავრო ხარჯები (საწვავის ბარათი / სამგზავრო ბარათი), ფიტპასი.

სამუშაო განაკვეთი: სრული 10:00-დან 18:00-მდე, ორშაბათი -პარასკევი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით შემდეგ ელ. მისამართზე: info@naturland.ge