ლოჯისტიკის მენეჯერის/საბაჟო დეკლარანტი

თბილისი სრული განაკვეთი ვეტერინარული კომპანია ინვეტი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: ლოჯისტიკის მენეჯერი, საბაჟო
ვეტერინარული კომპანია „ინვეტი“ აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის/საბაჟო დეკლარანტის პოზიციაზე.

შპს „ინვეტი“ საქართველოში ვეტერინარულ სფეროში მოღვაწე ლიდერი კომპანიაა, რომელიც 20 წელზე მეტია ამარაგებს ქვეყანას მაღალხარისხიანი ევროპული პროდუქციით და ნერგავს თანამედროვე ტექნოლოგიებს ISO სტანდარტების შესაბამისად.
ინვეტმა 2 წელზე მეტია აქტიურად დაიწყო ზოო მაღაზიების ქსელის გაფართოება, სადაც წარმოდგენილია ექსკლუზიური ბრენდები.
დღეის მდგომარეობით ინვეტი წარმოდგენილია 29 ფილიალით საქართველოს მასშტაბით.

“ინვეტი”-ს დისტრიბუციის სამსახური ფარავს საქართველოს თითქმის ყველა რეგიონს და უზრუნველყოფს სრულ ვეტერინარულ მომსახურებას. კომპანიამ შექმნა ადგილობრივი ფარმაცევტული წარმოება და ქ. მცხეთაში ააშენა ფრინველებისა და ცხოველების საკვების დამამზადებელი მაღალტექნოლოგიური ქარხანა.

სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი–პარასკევი 09:00–18:00 სთ 
ანაზღაურება: შეთანხმებით

ძირითადი მოვალეობები:
  • კომპანიის იმპორტის შეკვეთების შესახებ ინფორმაციის მონიტორინგი;
  • იმპორტის წინასწარი, არაწინასწარი და ექსპორტის დეკლარირება პროგრამა "asycuda"-ში;
  • ტვირთების დოკუმენტების შემოწმება და შედარება მოქმედ კანონმდებლობასთან (ვეტ სერტიფიკატი, წარმოშობის სერტიფიკატი, ფიტო სერტიფიკატი);
  • ტრანსპორტირების მომსახურების ღირებულების განსაზღვრა;
  • ტრანსპორტირებასთან და განბაჟებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციების წარმოება;
  • სატრანსპორტო კომპანიებსა და საშუალებებზე მონაცემთა ბაზის წარმოება და მუდმივი განახლება;
  • საბაჟო დეკლარაციის შევსება შემოსავლების სამსახურის მიერ დადგენილი წესების მიხედვით;
  • დეკლარირების სრული პროცესის უზრუნველყოფა;
  • ტვირთების გადაადგილება-გადაზიდვასთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირება და პრევენცია;
  • საბაჟო დეპარტამენტებთან, ბროკერებთან, გადამზიდ კომპანიებთან მუდმივი კომუნიკაცია;
  • ყვითელ და წითელ დერეფნებში ტვირთის მოხვედრისას ტვირთის გაფორმების პროცედურების დასრულება/მოგვარება;
  • შემოსული ტვირთების განბაჟებისთვის საჭირო ყველა პროცესის წარმოება და ტვირთის შემოწმებაში მონაწილეობა სატრანსპორტო კომპანიის მიზეზით მომხდარი დაზიანების ან დანაკლისების გამოვლენისას;
  • ტვირთის დაზიანებით მიწოდების შემთხვევაში ბრალეულობის დადგენა და ინფორმაციის მიწოდება ხელმძღვანელისთვის რეაგირების მიზნით.

 საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების/ლოჯისტიკის მიმართულებით;
  • საბაჟო სფეროში და მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • საბაჟო მომსახურებათა ავტომატიზირებული სისტემა "asycuda"-ს ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
  • MS Office-ის ცოდნა;
  • სასურველია APEX პროგრამის ცოდნა.

პიროვნული თვისებები:
  • მათემატიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • სწორი კომუნიკაციის უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

„ინვეტი“ გთავაზობთ დინამიურ სამუშაო გარემოს, პროფესიული და კარიერული ზრდის საშუალებას, კრეატიული იდეების გაზიარების შესაძლებლობას. კომპანია მუდმივად ზრუნავს კადრების განვითარებაზე. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV ელ. მისამართზე hr@invet.com.ge არაუგვიანეს 2025 წლის 26 აპრილამდე და ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე კომპანიის მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში.
გისურვებთ წარმატებებს!