შრომის უსაფრთხოების მენეჯერი

თბილისი, თიანეთის მუნიციპალიტეტი სრული განაკვეთი ჰიტეკო ჯგუფი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: რუსული მართვის მოწმობა: B
ხარისხის კონტროლი, გარემოს დაცვა, უსაფრთხოება: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
"Hiteco Group" აცხადებს ვაკანსიას შრომის უსაფრთხოების მენეჯერი პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • შრომის უსაფრთხოების პოლიტიკით გათვალისწინებული ნორმებისა და პროცედურების დაცვის კონტროლი;
  • შრომის უსაფრთხოების პოლიტიკით გათვალისწინებული სწავლებების გრაფიკის შედგენა, ორგანიზება და ჩატარების უზრუნველყოფა;
  • შრომის უსაფრთხოების მომსახურე კომპანიასთან კომუნიკაცია და მათი მითითებების/რეკომენდაციების შესრულების უზრუნველყოფა და შესრულების კონტროლი;
  • შრომის უსაფრთხოების მომსახურე კომპანიის მიერ შედგენილი პრევენციული და რისკების შესამცირებელი ღონისძიებების შესაბამისი სამუშაოების დაგეგმვა და შესრულების მონიტორინგი;
  • კონტრაქტორი კომპანიების მიერ შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ჩატარებული საქმიანობის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • რუსული ენის ცოდნა;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

დამატებითი მოთხოვნები:
  • მართვის მოწმობა (კატეგორია B);
  • სასურველია კანდიდატს ჰყავდეს პირადი ავტომობილი.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
  • ორგანიზებულობა.

გარანტიები:
  • კანდიდატი შრომითი ურთიერთობის პერიოდში ისარგებლებს საქართველოს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა ძირითადი უფლებით და გარანტიებით, მნიშვნელოვანი შეზღუდვების გარეშე;
  • უზრუნველყოფილია კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო პირობები.

სამუშაო განაკვეთი: სრული
შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა: განსაზღვრული ვადით
შრომის ანაზღაურება: განისაზღვრება კომპანიის შიდა პოლიტიკისა და კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად
მდებარეობა: თბილისი,სიონი

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: info@splendidtbilisi.com

ელფოსტის სათაურის (Subject) ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.