წყალმომარაგებისა და წყალარინების ინჟინერი

თბილისი სრული განაკვეთი ზერონი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
სამშენებლო, უძრავი ქონება: სანტექნიკური სამუშაოები
,,ზერონი’’ მომხმარებლებს ელექტრო-მექანიკური საინჟინრო სისტემების პროექტირებას სთავაზობს.
,,ზერონი’’ წარმატების უკან კომპანიის კვალიფიციური გუნდი დგას, რომელთა პროფესიონალიზმი „ზერონის“ მდგრადი განვითარების წინაპირობაა. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: www.zerone.ge

,,ზერონი’’ აცხადებს ვაკანსიას წყალმომარაგებისა და წყალარინების ინჟინერი.

ძირითადი მოვალეობები:
  • სხვადასხვა ტიპის შენობებისთვის წყალმომარაგების, წყალარინების, წვიმისა და სახანძრო სისტემების პროექტირება.
  • სანტექნიკური განლაგების, სქემებისა და დეტალური ტექნიკური ნახაზების შექმნა.
  • ადგილობრივი ნორმებისა და ინდუსტრიული სტანდარტების დაცვა.
  • ინჟინრული გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღება და ტექნიკური გამოთვლების წარმოება.
  • არქიტექტორებთან, კონსტრუქციულ ინჟინრებთან და სხვა MEP დარგის სპეციალისტებთან თანამშრომლობა სისტემების ოპტიმალურად ინტეგრაცია.
  • ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება, მათ შორის სპეციფიკაციები, გამოთვლები და ანგარიშები.
  • პროექტის მოთხოვნების მიხედვით წყალარინების დიზაინის გადახედვა და რევიზია.
  • Revit და AutoCAD-ის გამოყენება 3D მოდელებისა და 2D ნახაზების შესაქმნელად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • აუცილებელია სულ მცირე 1 წლიანი საშუალო ან უფროსი დონის გამოცდილება სანტექნიკური სისტემების პროექტირებაში MEP კომპანიაში.
  • Revit ან AutoCAD-ში მუშაობის გამოცდილება წყალარინების სისტემების პროექტირებისთვის.
  • ჰიდრავლიკური გამოთვლების, მილების ზომების, ნაკადის სიჩქარის და წნევის დანაკარგის ანალიზის საფუძვლიანი ცოდნა.
  • ადგილობრივი და საერთაშორისო სანტექნიკური ნორმების ცოდნა.
  • ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • სასურველია რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;

უნარ-ჩვევები:
  • მართვის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პრობლემების ეფექტურად მოგვარების უნარი;
  • დროის მართვის უნარი;
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი.

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო განაკვეთი: სრული;
  • ანაზღაურება: კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე , ინდივიდუალურად იქნება განხილული;
  • სამუშაო ადგილი: თბილისი.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
  • სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო);
  • FitPass;
  • ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
  • კომფორტულ სამუშაო გარემოს;
  • მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე : career@ec.ge 2025 წლის 26 აპრილამდე.

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება , წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს ,,ზერონი’" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს ,,ზერონი’’ს’’ ბაზაში 1 წლის ვადით.