HH Recruitment აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური ოპერატორის პოზიციაზე ერთ-ერთი ბანკისთვის ქ.თბილისში, საბურთალოზე და გლდანში.
მოვალეობები:
- ბანკის იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის ნებისმიერ საბანკო მომსახურებაზე კონსულტირება;
- ბანკის იურიდიული და ფიზიკური პირების ყველა ტიპის ანგარიშების მართვა (მიმდინარე, სადეპოზიტო/საბარათე და ა.შ.);
- ანგარიშებზე უნაღდო და ნაღდი ოპერაციების წარმოება;
- საბანკო პროდუქტების გაყიდვაში აქტიური მონაწილეობის მიღება;
- კომერციული და საბიუჯეტო გადარიცხვების ოპერაციების შესრულება, უნაღდო კონვერტაცია და ა.შ;
- სალარო და სავალუტო გადარიცხვების განხორციელება, ფულადი გზავნილების სისტემით ოპერაციების განხორციელება;
- დადგენილი წესის შესაბამისად პერიდული ანგარიშგების ფორმების შევსება/წარმოება.
მოთხოვნები:
- სასურველია ბაკალავრის ხარისხი ფინანსებში;
- სასურველია საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია ინგლისური და რუსული ენების საშუალო დონეზე ცოდნა.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე CV გამოხმაურების ღილაკის მეშვეობით.