უნივერსალური ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი HH Recruitment
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
საბანკო: ბანკის კლიენტთა მომსახურება, საბანკო(ზოგადი), საცალო ბანკირი, სტაჟიორი (საბანკო), სესხის ოფიცერი, განვადების ოფიცერი
HH Recruitment აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური ოპერატორის პოზიციაზე ერთ-ერთი ბანკისთვის ქ.თბილისში, საბურთალოზე და გლდანში.

მოვალეობები:
  • ბანკის იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის ნებისმიერ საბანკო მომსახურებაზე კონსულტირება;
  • ბანკის იურიდიული და ფიზიკური პირების ყველა ტიპის ანგარიშების მართვა (მიმდინარე, სადეპოზიტო/საბარათე და ა.შ.);
  • ანგარიშებზე უნაღდო და ნაღდი  ოპერაციების წარმოება;
  • საბანკო პროდუქტების გაყიდვაში აქტიური მონაწილეობის მიღება;
  • კომერციული და საბიუჯეტო გადარიცხვების ოპერაციების შესრულება, უნაღდო კონვერტაცია და ა.შ;
  • სალარო და სავალუტო გადარიცხვების განხორციელება, ფულადი  გზავნილების სისტემით ოპერაციების განხორციელება;
  • დადგენილი წესის შესაბამისად პერიდული ანგარიშგების ფორმების შევსება/წარმოება.

მოთხოვნები:
  • სასურველია ბაკალავრის ხარისხი ფინანსებში;
  • სასურველია საბანკო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების საშუალო დონეზე ცოდნა.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე CV გამოხმაურების ღილაკის მეშვეობით.
გაგზავნე CV