ჩვენი მენეჯმენტ კომპანია "KeRest Collection" რომელიც მართავს ხუთ რესტორანს ძველი თბილისის შუაგულში მეიდანზე და თავისუფლების მოედანზე აცხადებს ვაკანსიას "დირექტორის თანაშემწის" პოზიციაზე, HR-ის და შესყიდვების მიმართულებით.
ჩვენ გთავაზობთ:
- ჰორეკა სექტორში მზარდი და ამბიციური გუნდის წევრობას, რომლის მუშაობის შედეგიც არის უკვე ხუთი წარმატებული რესტორანი;
- სამუშაო ადგილმდებარეობა ტოპ ლოკაციაზე: თავისუფლების მოედანი და მეიდანი (გორგასლის მოედანი);
- სამუშაო საათები 8 საათიანი სამუშაო გრაფიკი 13:00-დან 21:00-მდე, კვირაში 5 დღე.
- ანაზღაურება თვეში 2500 ლარი ჩარიცხული საბანკო ანგარიშზე.
მოთხოვნები:
- ინგლისური და რუსული ენის ცოდნა.
- HR-ის ან / და შესყიდვების მიმართულებით სამუშაო გამოცდილების ქონა.
- ჰორეკა სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
ფუნქცია-მოვალეობები:
- HR მიმართულება: პერსონალის დაქირავების პროცესის სრული ციკლის ორგანიზება.
- შესყიდვების მიმართულება: მომმარაგებლების და მომწოდებელი კომპანიების წარმომადგენლებთან ურთიერთობას და შესაბამისი ანგარიშების მომზადებას.
დაინტერესებული პირები დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 555 44 44 64 ნომერზე WhatsApp-ზე გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით.