საერთაშორისო კომპანია KUK არის პრემიალური საკვები და ფარმაცევტულ ინგრედიენტების დიტრიბუტორი, 80 წლიანი ისტორიით და 23 შვილობილი კომპანიით ევროპის, ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ აფრიკის კონტინენტზე. ჩვენი მიზანია მსოფლიოში ცნობილი რჩეული ინგრედიენტების მწარმოებლებისა და საკვები და ფარმაცევტული პროდუქტების მწარმოებლების დაკავშირება, უმაღლესი სტანდარტის ხარისხიანი პროდუქტის მისაღებად. www.KUK ის წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს ვაკანსიას კლიენტთა მომსახურების მენეჯერის პოზიციაზე:
მოთხოვნები
მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება
- ინგლისურის ცოდნა - წერა, საუბარი
- გუნდური მუშაობის უნარი
- გადაწყვეტილებების მიღების უნარი და სიფრთხილე
- კომპიუტერული პროგრამების ცოდნა - Windows, MS Office, Internet.
- გამოცდილება შესყიდვებში ან საკვებ მრეწველობაში ჩაითვლება უპირატესობად
მოვალეობები
კლიენტთა მომსახურეობის მენეჯერი გაყიდვების მენეჯერს უწევს თანაშემწეობას ქუქ-ჯორჯიას მიერ იმპორტირებული პროდუქტების გაყიდვების საქმეში.
- ამზადებს 3 თვის შეკვეთებს მომწოდებლებთან მარაგის მიხედვით და დაგეგმილი გაყიდვების მიხედვით
- კოორდინირებას უწევს მიწოდების პროცესს:
- მწარმოებლისგან იღებს მიღების დადასტურებას
- ბუღალტერიას აწვდის ინფორმაციას იმპორტის გადასახადებთან დაკავშირებით -გადასახადები, მოვალოეობები და ა.შ. ( თუ საჭიროება მოითხოვს)
- უზრუნველყოფს ყველას საჭირო დოკუმენტის მიღებას იმპორტისათვის ( იმპორტის ნებართვა, ანალიზის სერტიფიკატები,ფიტოსანიტარული და ვეტერინარული სერტიფიკატები) და რეალიზებისათვის ( უვნებლობის თუ ჯანმრთელობის ცნობები)
- შეკვეთილი პროდუქტების ტრანპორტირების ორგანიზება
- ზედამხედველობს ტვირთის მიღებას, დაზიანების ან შეუსაბამობის შემთხვევაში აცნობებს სატრანსპორტო კომპანიას.
- აქტიურად ურთიერთობს კლიენტებთან, ზრუნავს მაღალი კმაყოფილების დონის შენარჩუნებაზე, კლიენტის „დაკარგვის“ შემთხვევაში აცნობოს გაყიდვების მენეჯერს.
- მონაწილეობს ახალი პროექტების დაწყებასა და განვითარებაში( იგულისხმება: ნიმუშების მიწოდება, ხარჯთაღრიცხვის მომზადება, პროგრამაში აქტივობათა შეყვანა, პოტენციური კლინტების მონაცემების პროგრამაში შეყვანა, კლიენტებთან ახალი პროდუქტების შესახებ ინფორმაციის გაგზვნა)
- აწარმოებს კორესპოდენციას მწარმოებელთა იმ ჯგუფზე რომელსაც ემსახურება
- ინფორმაციას აწვდის გაყიდვების მენეჯერს და მომწოდებელს პროდუქტის გამოყენებსათან დაკავშირებული სირთულეების შესახებ
- მონიტორინგს უწევს რეგულაციების ცვლილებებს დაკავშირებულს ინგრედიენტების და დანამატების გამოყენებასთან საკვებ ინდუსტრიაში.
- ყოველი კვარტლის ბოლოს გაყიდვების მენეჯერთან ერთად აახლებს გაყიდვების გეგმას.
სამუშაო ადგილი: ვაკე- საბურთალოს რაიონი, კამანის ქუჩა
გრაფიკი: 9 -18 საათამდე
ხელფასი: კვალიფიკაციის მიხედვით
აპლიკანტებმა თავიანთი რეზიუმე უნდა გამოაგზავნონ შემდეგ მეილზე: office-ge@kuk.com გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.