ედვერთაიზერი

თბილისი სრული განაკვეთი არქი
ენები: ინგლისური
მარკეტინგი, რეკლამა, PR: ინტერნეტ მარკეტინგი
კომპანია „არქი“, წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 50-მდე პროექტი და ამჟამად გვაქვს 20-ზე მეტი მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.

არქი“-ში ვეძებთ ედვერთაიზერს და მისი ძირითადი ფუნქციები იქნება:
  • სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და მართვა სხვადასხვა ციფრულ არხებში (Facebook, Instagram, Google Ads)
  • რეკლამის ეფექტურობის გასაზრდელად, ბიუჯეტის დაგეგმვა და მართვა;
  • რეკლამების ოპტიმიზაცია და A/B ტესტირება ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად;
  • მონაცემების მუდმივი ანალიტიკა და მონიტორინგი (Google Analytics, Facebook Business Manager, Google Ads)
  • ბაზრის კვლევა და კონკურენტების ანალიზი ახალი შესაძლებლობების გამოსავლენად;
  • შესრულებული სამუშაოების პერიოდული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ციფრული რეკლამის პლატფორმების ცოდნა (Facebook Ads/Business Manager, Google Ads, Google Analytics);
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • მარკეტინგულ გუნდთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • აუცილებელია ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა.

ჩვენ კი გთავაზობთ:
  • პოზიტიურ და სტაბილურ გარემოს;
  • მრავალფეროვან საქმეს და განვითარების ხელშეწყობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას, მუშაობის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ;
  • სამუშაო დროს: არაუმეტეს 40 საათისა კვირაში;
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
  • სამუშაო ადგილი: არქის სათავო ოფისი.


თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით შენს CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2025 წლის 8 აპრილის ჩათვლით: https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 4

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.
გაგზავნე CV

სხვა ვებ გვერდზე