მტვირთავი საწყობში

რუსთავი სრული განაკვეთი აგრო კომპანია ბარაქა
მივლინება: არა ხელფასი: 1000
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: საწყობის თანამშრომელი
შპს "ბარაქა" არის კომპანია, რომელიც ზრუნავს აგრარული სფეროს განვითარებაზე თავისი პროფესიონალთა გუნდით და უზრუნველყოფს ახალი აღმოჩენებისა და ინოვაციების დანერგვას. დღეის მდგომარეობით კომპანია „ბარაქა“ ფლობს 10 ქსელურ აგრომაღაზიასა და ფერმერთა მომსახურების ცენტრს საქართველოში.

გვიხილეთ Facebook-ზე - https://www.facebook.com/Baraka.Georgia

ვეძებთ ახალ თანამშრომელს საწყობში მტვირთავის პოზიციაზე რუსთავში. კანდიდატს უნდა ჰქონდეს გამოცდილება საწყობში მუშაობის , პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

ძირითადი მოვალეობები:
  • პროდუქციის მიღებაში საწყობის მენეჯერის ან/და უშუალო ხელმძღვანელის დახმარება;
  • პროდუქციის დათვლაში საწყობის მენეჯერის ან/და უშუალო ხელმძღვანელის დახმარება;
  • პროდუქციის დასაწყობებაში მონაწილეობის მიღება;
  • პროდუქციის გაცემა და ნაშთების კონტროლი;

მოთოვნები:
  • სასურველია თვითმცლელზე (პაგრუშიკზე) მუშაობის გამოცდილება
  • საწყობის მენეჯერის ან/და სხვა უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება და საწყობის მენეჯერის ან/და სხვა უშუალო ხელმძღვანელის დახმარება საწყობის ფუნქციონირების გამართულად მუშაობის მიზნით;
  • სასურველია მტვირთმლვევის მართვის გამოცდილენა.

ბენეფიტები:
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • კორპორატიული ნომერი სატელეფონო ლიმიტით

სამუშაო ადგილი - ქ. რუსთავი
ანაზღაურება - 1000 ( NET )
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10-დან 18 საათამდე, შაბათი მოკლე დღე 10-დან 14 საათამდე, კვირა დასვენების დღეა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით, შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@baraka.ge ველში "Subject" მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ,,საწყობში მტვირთავი,, ან მოგვწერეთ თქვენი საკონტაქტო ნომერი .

შეტყობინება: "ბარაქა“ (შემდგომში კომპანია) საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც „ბარაქასთვის" ხელმისაწვდომი გახდება ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადის განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს რეზიუმეს/CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული თქვენი პერსონალური მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების, თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

„ბარაქა“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ კომპანიის შესაბამის საკონტაქტო მონაცემებზე.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების კომპანიისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოთ ხსენებული დებულებების შესაბამისად. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა "ბარაქას" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც „ბარაქას" დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.

ინფორმაცია კომპანიის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://baraka.ge/

გისურვებთ წარმატებებს!