მხარდაჭერის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი ვიანი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
სამედიცინო: სხვა (სამედიცინო)
„ვიანი“ აცხადებს აპლიკაციების მხარდაჭერის სპეციალისტის ვაკანსიას თბილისში
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი
სამუშო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე

ძირითადი მოვალეობები:
  • აპლიკაციების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • აპლიკაციების მხარდაჭერის სამსახურის საქმიანობის ეფექტური მართვა;
  • დაფიქსირებულ ინციდენტებზე დროული რეაგირება და ინციდენტის აღმოფხვრისთვის დადგენილი ვადების დაცვა;
  • დაფიქსირებული ინციდენტების მონიტორინგი, ანალიზი და ძირეული აღმოფხვრისთვის საჭირო ქმედებების დაგეგმვა;
  • დაფიქსირებული ხარვეზებიდან გამომდინარე, პროგრამული ან პროცედურული ცვლილებების ინიცირება;
  • შიდა მომხმარებლის კმაყოფილების გაუმჯობესება;
  • აპლიკაციების მხარდაჭერის პლათფორმის დანერგვა/ ეფექტური მართვა / მუდმივი გაუმჯობესება;
  • თანამშრომლების შიდა პროგრამებთან დაკავშირებით ტრენინგის/ სწავლების უზრუნველყოფა;
  • ახალი / არსებული პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვაში მონაწილეობა
  • კომერციული პროექტების მხარდაჭერა, ტექნიკური გამართვა და მცირე პროცედურის / ინსტრუქციის შემუშავება / ქსელის ინფორმირება
  • სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება (ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით);
  • პროგრამულ უზრუნველყოფასთან მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 3 წლისა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (Word,Outlook,Excel);
  • ინგლისური ენის ცოდნა;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • კომუნიკაბელურობა;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 8 აპრილი, 2025

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს https://vian.health/ka/career/?careerId=1266
„ვიანი“ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
გაგზავნე CV

სხვა ვებ გვერდზე