„ჰუმან დიაგნოსტიკ ჯორჯია“ აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის პოზიციაზე
შპს „ჰუმან დიაგნოსტიკ ჯორჯია“ (ს.კ 202161680) აწარმოებს საქართველოს ტერიტორიაზე ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტს და სამედიცინო ობიექტების მომარაგებას.
მოვალეობები:
- ზედნადების მიხედვით მანქანის დატვირთვა;
- გაწერილი გეგმისა და მარშრუტის მიხედვით ობიექტების მომარაგება;
- ობიექტებიდან ინფორმაციის მიღება და ხელმძღვანელისთვის მიწოდება;
- მის სარგებლობაში მყოფი კომპანიის კუთვნილი ავტო-მანქანის გამართულად მუშაობისა და ჰიგიენის კონტროლი, შესაბამისი ჩანაწერების წარმოება და ინფორმაციის მიწოდება უფლებამოსილი პირისათვის.
უნარები:
- საშუალო განათლება
- მართვის მოწმობა B და C კატეგორია
- სავალდებულოა მექანიკური მართვის კოლოფიანი ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის გამოცდილება
სამუშაო ადგილი: წილკანი
სამუშაო დღეები: 5 დღე
სამუშაო დრო: 8 საათი - სამუშაო დრო შეთანხმებით
ანაზღაურება: შეთანხმებით
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: g.brelidze@humangeorgia.com,
განცხადებების მიღების ბოლო ვადა 30.04.2025