ვეტერინარული კომპანია "როქი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლი- დისტრიბუტორის პოზიციაზე აღმოსავლეთ საქართველოში კომპანია "როქი" 2006 წლიდან ეწევა სასოფლო-სამეურნეო და შინაური ცხოველებისათვის სამკურნალო პრეპარატების, ტექნიკის, ვაქცინების, საკვებისა და საკვებდანამატების, ცხოველთა კვებისა და მოვლის საშუალებების სრული სპექტრის რეალიზაციას. „როქის“ სადისტრიბუციო ქსელი ფარავს საქართველოს ყველა რეგიონს, ემსახურება ვეტ-აფთიაქებსა და ფერმერთა მომსახურების ცენტრებს. სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი სამუშაო ადგილი: თბილისი + აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონები ძირითადი მოვალეობები: - პროდუქციის დროულად მიწოდება და კონტროლი;
- პროდუქციის მიტანისას საბუთებისა და რაოდენობის კონტროლი
- პროდუქციის დატვირთვა და დაუზიანებლად გადატანის უზრუნველყოფა;
- სატრანსპორტო საშუალებების წესრიგზე ზრუნვა;
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
უნარები/პიროვნული კომპეტენციები: - მართვის მოწმობა მინ. B კატეგორია, სასურველია C კატეგორიაც
- კომუნიკაბელური
- მოტივირებული
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- დეტალებისადმი ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა
ანაზღაურება: ფიქსირებული 1500 ლარი + ბონუსი თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და დაინტერესდით გამოცხადებული ვაკანსიით, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ელ. ფოსტის მისამართზე - roqi@agro.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე:+995 597 14 10 93; გისურვებთ წარმატებებს!