პრომოუტერი

თბილისი სრული განაკვეთი Leader System
მივლინება: არა ხელფასი: 1500
გაყიდვები: სავაჭრო წარმომადგენელი
შპს „ლიდერ სისტემი“ საერთაშორისო ბრენდების (LITOKOL, TINTAKOL, IMOLA, LAUFEN, PAMESA, VICTORIA&ALBERT) სარემონტო და მოსაპირკეთებელი მასალების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში აცხადებს ვაკანსიას “პრომოუტერის“ პოზიციაზე.

მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
  • მომხმარებლებისთვის პროდუქციის მახასიათებლების შესახებ ინფორმაციის სრულყოფილად მიწოდება;
  • მომხმარებლებისთვის არსებული აქციებისა და ფასდაკლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • გაყიდული პროდუქციის გაცემა;
  • დარბაზში პროდუქციის განლაგებაში მონაწილეობის მიღება;
  • ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება;

გრაფიკი: 5 სამუშაო დღე, დასვენება 2 დღე
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (1500 ლარიდან)

მოთხოვნები
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ;
  • სასურველია უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა ;
  • ინტერესი სამშებებლო ბიზნესის მიმართულებით ;

უნარები:
  • გუნდური მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობის გრძნობა და პუნქტუალურობა;
  • მაღალი მოტივაცია, მონდომება და მიზანდასახულობა;
  • კრეატიულობა, ორგანიზებულობა;
  • კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
  • პრობლემის დროულად და მშვიდად მოგვარების უნარი;

ჩვენ გთავაზობთ
  • შესაძლებლობას ითამაშო მნიშვნელოვანი როლი სწრაფად მზარდ ბიზნეს კომპანიაში
  • სტანდარტულ სამუშაო გრაფიკს
  • კონკურენტულ ხელფასს
  • ტრენინგებსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას.

სამუშაო ადგილი: სავაჭრო ცენტრი ისთ ფოინთი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV , შემდეგ მისამართზე: hr@leadersystem.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „პრომოუტერი“

ვაკანსიაზე დაინტერესების შესახებ ინფორმაციის მოწოდებით, თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია „ლიდერ სისტემ"-მა დაამუშავოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები, მათი მოწოდებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი კანდიდატურა განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და ვაკანსიის განახლების შემთხვევაში დაგიკავშირდეთ. პერსონალური მონაცემების დამუშავების თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@leadersystem.ge