სმენის სახლი აცხადებს ტრენინგს სმენის 3 თვიან სტაჟირების პროგრამას
მოქმედ ანდა მომავალ სპეციალისტებს, რომლებიც მუშაობენ სმენის სირთულის მქონე ბავშვებთან, მათ შორის, ენა-მეტყველების თერაპევტებს, ადრეული ჩარევის სპეციალისტებს, ფსიქოლოგებს და ყველას, ვისაც გაინტერესებთ ეს სფერო, გთავაზობთ 3-თვიან სტაჟირების პროგრამას:
- ჩაღრმავებული თეორიული ტრენინგი
- ინტენსიური კლინიკური პრაქტიკა რეალურ კლიენტებთან
- სუპერვიზია და უკუკავშირი
- მუშაობა გამოცდილ სპეციალისტებთან ერთად
მოდულის წარმატებით დასრულების შემთხვევაში სმენის სახლში დასაქმების რეალური შესაძლებლობა!
განკუთვნილია სპეციალისტებისთვის, რომლებიც უკვე მუშაობენ ან მომავალში გეგმავენ მუშაობას სმენის ტექნოლოგიების მქონე ბავშვებთან და სურთ ჰქონდეთ ძლიერი თეორიული საფუძველი და პრაქტიკული უნარები
სტაჟირების გაფართოებული პროგრამის საფასურია 1000 ლარი
სმენის სახლი წამყვანი პედიატრიული სმენის ცენტრია საქართველოში, რომელიც სმენის დაზიანების მქონე ბავშვებსა და მათ ოჯახებს მაღალხარისხიან სარეაბილიტაციო მომსახურებას სთავაზობს ერთ სივრცეში.
სმენის სახლი სასმენი ტექნოლოგიების უმსხვილესი შვეიცარიული ჰოლდინგის – Sonova და კოხლეარული და ძვლოვანი იმპლანტების უდიდესი მწარმოებლის, ავსტრალიური Cochlear -ის პარტნიორია.
დაინტერესებული პირები გთხოვთ გამოგვეხმაურეთ შემდეგ ელფოსტაზე: geohhouse@gmail.com
ან დაგვიკავშირდით: +995 598441218