შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგი“ დაარსდა 2014 წელს. კომპანიის ძირითადი მიმართულებაა სამშენებლო - სარემონტო მასალების და საოჯახო სამეურნო საქონლის საცალო და საბითუმო ვაჭრობა. კომპანია ოპერირებს „დომინო “-ს სავაჭრო ნიშნის ქვეშ და თავის მომხმარებელს წარმოუდგენს 90 000 ზე მეტი დასახელების პროდუქციას.რეგიონში ყველაზე მასშტაბური DIY ფორმატის სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი „დომინო“ წარმოდგენილია სავაჭრო ცენტრ ,,EAST POINT“-ისა და დიღმის ტერიტორიებზე.ჰიპერმარკეტი ”დომინო“ აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების დეპარტამენტში ვიდეო მონიტორინგის თანამშრომლის პოზიციაზე ისთ-ფოინთის ფილიალში.ძირითადი მოვალეობები:კომპანიის საკუთრებაში არსებული პროდუქციის ვიდეო მონიტორინგი ვიდეოკამერების საშუალებით;ნაკლოვანების აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ უსაფრთხოების სამსახურისს უფროსისთვის ინფორმაციის მიწოდება;მოთხოვნები:- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
- პუნქტუალურობა;
- დისციპლინირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა
- დაკვირვების უნარი.
პირობები:- გრაფიკი: 2 დღიანი სამუშაო ცვლა (2 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება);
- სამუშაო საათები: 09:00-20:00/11:00-22:00 სთ (1 საათი შესვენება)
- ანაზღაურება: 1200 ლარი + ბონუსი;
- სამედიცინო დაზღვევა (ინდივიდუალური ან საოჯახო).
- კვება;
- FitPass;
- უფასო ტრანსპორტირება
თუ თვლით რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთგამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე vacancy@domino.com.geან შეავსეთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა დომინოს საიტზე: https://bit.ly/3K8zIXJასევე შესაძლებელია სააპლიკაციო ფორმის შევსება და დატოვება ჰიპერმარკეტის საინფორმაციო განყოფილებაში.სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება და სასურველი ფილიალი, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგმა“ დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შპს „ტერმინალ ვესტ თრეიდინგის“ ბაზაში 1 წლის ვადით.გისურვებთ წარმატებებს!