VIP აგენტი

თბილისი სრული განაკვეთი TAV Georgia Operation Services
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
ავიაცია/აეროპორტი: აეროპორტის კლიენტთა მომსახურება
შპს ,,თავ ჯორჯია ოპერეიშენ სერვისიზ''-ი,  რომელიც 2007 წლიდან მოღვაწეობს საქართველოში და ახორციელებს VIP მომსახურებას თბილისის  და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში აცხადებს ვაკანსიას VIP-აგენტის თანამდებობაზე.

VIP აგენტის მთავარ მოვალეობას მგზავრების დახმარება წარმოადგენს, აეროპორტის ტერმინალში ფრენასთან დაკავშირებული პროცედურების გავლაში გამგზავრების / ჩამოფრენის დროს.

მოვალეობა:
  • მგზავრებისთვის VIP მომსახურების ორგანიზება გამგზავრების და ჩამოფრენის დროს
  • ბიზნეს-კლასის მგზავრებისთვის განკუთვნილი ,,primeclass’’ დარბაზის ოპერირება
  • მგზავრთა კმაყოფილების უზრუნველყოფა

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი

სამუშაო გრაფიკი: დღის და ღამის ცვლა

ძირითადი მოთხოვნები:
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი

საჭირო უნარ-ჩვევები
  • გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების და მოქმედების უნარი
  • მოტივირებულობა
  • გამართული მეტყველება
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • გუნდური მუშაობა 
  • კომუნიკაბელურობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა

დაინტერესების შემთხევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელ.ფოსტაზე App.Primeclass@tav.aero