ქოლ-ცენტრის ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი დიზი ლიზინგი
მივლინება: არა
ადმინისტრაცია: ქოლ ცენტრის ოპერატორი
კომპანია „დიზი“ დაარსებულია და იმართება საერთაშორისო ავტო სალიზინგო ბაზარზე მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალთა გუნდის მიერ.

დიზი ლიზინგი ქართულ ბაზარზე 2021 წლიდან ოპერირებს და საქართველოს მასშტაბით, თბილისში,რუსთავში,ქუთაისსა და ბათუმში, 6 ფილიალითაა წარმოდგენილი.
კომპანია მოკლე ვადაში გახდა ერთ-ერთი წამყვანი სალიზინგო კომპანია და სარგებლობს მომხმარებლების განსაკუთრებული ნდობით.
ჩვენი მიზანია,საქართველოს ბაზარზე თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის დახმარებით გავუწიოთ მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის მომსახურება, რომელიც დაეყრდნობა ადამიანურ ღირებულებებსა და გულახდილობის პრინციპებს.

თუ თვლი, რომ ხარ ამბიციური, განვითარებაზე ორიენტირებული, მოტივირებული და ახალი გამოწვევების მოყვარული ადამიანი, მოდი და შემოუერთდი ჩვენს გუნდს  ქოლ-ცენტრის ოპერატორისპოზიციაზე. 

მდებარეობა:თბილისი, ვაჟა-ფშაველას N71

ძირითადი მოვალეობები და ფუნქციები: 
  • მომხმარებლის სატელეფონო მომსახურება; 
  • მომხმარებლის განაცხადის მიღება;
  • მომხმარებლისთვის სათანადო დახმარების გაწევა; 
  • პოტენციური მომხმარებლებისთვის სალიზინგო პროდუქტებისა და პირობების გაცნობა; 
  • პოტენციური მომხმარებლებისთვის სალიზინგო პროდუქტების შეთავაზება;
  • გაყიდვების ზრდაზე ორიენტირება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • გამართული მეტყველება და დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი
  • მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობისა და კორექტულობის მაღალი დონე;
  • კომუნიკაბელურობა;
  • პუნქტუალურობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • მიზანზე ორიენტირებულობა

ჩვენ გთავაზობთ;
  • მეგობრულ და პროფესიულ სამუშაო გარემოს;
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
  • მზარდ ანაზღაურებას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას

სამუშაო გრაფიკი:
  • ორშაბათი-პარასკევი 10:00 - 18:00 საათი; შაბათი  10:00-დან 16:00 (მორიგეობით, თვეში 2 შაბათი სამუშაო დღე)

ანაზღაურება
  • ფიქსირებული +ბონუსი განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამისად მხარეთა შეთანხმებით!

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: HR@dizi.ge   გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება ქოლ-ცენტრის ოპერატორი.