კომპანია ჯაოკენი 1997 წლიდან საქართველოს ბაზარზე წარმატებით ახორციელებს სარემონტო მასალების იმპორტს და ვაჭრობას, რომელიც იყოფა შემდეგ 3 კატეგორიად: მოსაპირკეთებელი მასალები, სანტექნიკის და სააბაზანო მოწყობილობები, შპალერის და ლაქ საღებავების კატეგორიებად. დღეის მდგომარეობით, კომპანია თავისი შოურუმებით წარმოდგენილია თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, სენაკში და თელავში. კომპანია ჯაოკენი აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე. პოზიცია: იურისტი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი (სამუშაო საათები 9:30-18:30) სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი #180 ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 2500 ლარი გამოსაცდელი პერიოდი - 3 თვე. ანაზღაურება - საგამოცდო პერიოდის განმავლობაში: პირველი 2 თვე - 2000₾ ფუნქცია მოვალეობები: - კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა.
- ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის (ბრძანებები, განცხადებები, საჩივრები, სარჩელები, შესაგებლები და სხვა) მომზადება, შეფასება, ანალიზი.
- სამართლებრივი შინაარსის წერილების (შეტყობინებები, მოთხოვნები, გაფრთხილება) მომზადება.
- მომზადებული დოკუმენტების ორმხრივად ხელმოწერის უზრუნველყოფა, ხელმოწერილი ეგზემპლარების დაბრუნების მონიტორინგი და მათი დაარქივება.
- იურიდიული დოკუმენტაციისთვის ფიზიკური და ელექტრონული რეესტრის წარმოება და მისი სისტემატიზაცია.
- კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების კონტროლი და ამ ცვლილებების კომპანიაში დანერგვა.
- იურიდიული რისკების იდენტიფიცირება და მისი შემცირების სტრატეგიების შემუშავება.
- ბრენდის, საავტორო უფლებებისა და სავაჭრო ნიშნების დაცვა.
- საჭიროების შემთხვევაში კომპანიის წარმომადგენლობა სასამართლოში.
- უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი იურიდიული განათლება;
- კერძო/ბიზნეს სამართლის მიმართულებით იურისტად მუშაობის სულ მცირე 1 წლიანი გამოცდილება;
- სასამართლოსა და ადმინისტრაციულ ორგანოებთან წარმომადგენლობის გამოცდილება;
პიროვნული უნარ-ჩვევები: - დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა;
- დროის მართვის უნარი;
ჩვენ გთავაზობთ: - პოზიტიურ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- სადაზღვევო პოლისს.
- კორპორაციულ ფასდაკლებას.
- პროფესიულ განვითარებას.
კანდიდატების შერჩევა მოხდება 2 ეტაპად. - ინდივიდულაური გასაუბრება
- ტესტირება
გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@jaokeni.ge საგნის ველში მიუთითეთ პოზიცია ”იურისტი“ განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 15.04.2025 წ. გისურვებთ წარმატებას !