კრიპტოვალუტის მოლარე-ოპერატორი

რუსთავი სრული განაკვეთი AUTOPAPA
მივლინება: არა ხელფასი: 1500
ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: მოლარე საბანკო: მოლარე (საბანკო)
AUTOPAPA აცხადებს ვაკანსიას კრიპტოვალუტის მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე პარტნიორ კომპანიაში.

ჩვენ გთავაზობთ
  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე. 
  • სამუშაო საათები: 09:00-18:00
  • ანაზღაურება: 1500 ლარი ხელზე ასაღები;  
  • სამუშაო ადგილი: ქ.რუსთავი.
 
ძირითადი მოვალეობები
  • ფიზიკური და ონლაინ ტრანზაქციების სწრაფი და ზუსტი დამუშავება;
  • კრიპტოვალუტის შესყიდვა/გაყიდვის ოპერაციების განხორციელება კომპანიის სტანდარტების შესაბამისად;
  • სალარო აპარატისა და კომპიუტერული სისტემების მართვა;
  • ტრანზაქციების უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა.
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • გამოცდილება სალარო ოპერაციებში (სასურველია);
  • ფინანსური ოპერაციების სიზუსტე;
  • კრიპტოვალუტების ბაზრის საბაზისო ცოდნა (სასურველია);
  • მომხმარებელზე ორიენტირებული კომუნიკაციის უნარები;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ  თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr@autopapa.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: კრიპტოვალუტის მოლარე-ოპერატორი, ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 557 69 29 60 ნინო.

საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან.

AUTOPAPA მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ ჩვენ შეგვიძლია დავამუშაოთ თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.