ფრანგული რესტორანი PAUL აცხადებს ვაკანსიას კონდიტერის პოზიციაზე.
PAUL- ის მიერ შემოთავაზებული ყველა პროდუქტი მზადდება უმაღლესი საერთასორისო სტანდარტების შესაბამისად. ფრანგული დესერტებისა და ფუნთუშეულის მრავალფეროვანი არჩევანი ჩვენი განსაკუთრებული ტრადიციაა.
ძირითადი მოვალეობები:
- სხვადასხვა სახის ფრანგული საკონდიტრო პროდუქტის გამოცხობა;
- საკონდიტრო ნაწარმის ხარისხის კონტროლი;
- მარაგების მომზადება;
- ნედლეულისა და მზა პროდუქტების სტანდარტის მიხედვით შენახვა;
- არსებულ დანადგარებთან და ხელსაწყოებთან მუშაობისას სათანადო წესების დაცვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- არანაკლებ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
- უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს მასიურ წარმოებაში მუშაობის გამოცდილებით;
- კვების ჰიგიენური სტანდარტების და უსაფრთხოების ცოდნა.
თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია და პიროვნული თვისებები შეესაბამება აღნიშნული პოზიციისათვის განსაზღვრულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: recruitment@frenchbakery.ge წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება (,,კონდიტერი''), რომელზეც აგზავნით რეზიუმეს. ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +995 558 10 76 76
თუ გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, შემოგვიერთდით.
რესტორანი PAUL გისურვებთ წარმატებას!