უალკოჰოლო სასმელების საამქროს სტაჟიორი

მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
წარმოება/ოპერაციები: ხაზის ოპერატორი
სს ქართული ლუდის კომპანია აცხადებს ვაკანსიას უალკოჰოლო სასმელების საამქროს სტაჟიორის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: მცხეთა, საგურამო
განაკვეთის ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • წარმოების დეპარტამენტში დაგეგმილი მიმდინარე გეგმის გაცნობა;
  • სასმელების წარმოებისას ტექნოლოგიური პროცესების და სასმელების რეცეპტურის ზუსტ დაცვაში ჩართულობა;
  • პროდუქციის წარმოებისთვის საჭირო ინგრედიენტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
  • უალკოჰოლო სასმელების მომზადებასა და ჩამომსხმელ ხაზზე გაშვებაში მონაწილეობის მიღება;
  • უფროსი ოპერატორის ან საამქროს უფროსის დროული შეტყობინება, საამქროში არსებული მანქანა დანადგარების გაუმართაობის შესახებ;
  • შესაბამისი სანიტარული, ჰიგიენის და შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
  • სხვა დამატებითი ფუნქცია - მოვალეობების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (ტექნოლოგიური მიმართულებით)
  • უცხო ენის ცოდნა

პიროვნული მახასიათებლები:
  • შრომისმოყვარეობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორინტირებულობა

სამუშაო პირობები:
  • ტრანსპორტირება;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • კვება

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@geobeer.ge
აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება წერილის სათაურად, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
განცხადების წარმოდგენის საბოლოო ვადაა 2025 წლის 23 აპრილი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

თქვენი რეზიუმე შესაძლოა დამუშავდეს და შენახულ იქნას ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის დაშვების მიზნით, „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

თქვენ ასევე თანხმობას აცხადებთ, რომ სს „ქართული ლუდის კომპანიამ“ თქვენი კანდიდატურა განიხილოს შეინახოს და გამოიყენოს სს „ქართული ლუდის კომპანიის“ მიერ გამოცხადებული სხვა ვაკანტური პოზიციების შევსების მიზნით, გარდა იმ პოზიციისა, რომელზეც გამოაგზავნეთ რეზიუმე. იმ შემთხვევაში თუკი წინააღმდეგი ხართ სს „ქართული ლუდის კომპანიამ“ დაამუშავოს თქვენ მიერ მოწოდებული მონაცემები, გთხოვთ აღნიშნულის შესახებ წერილობით გვაცნობოთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@geobeer.ge და თქვენი სახელის და გვარის მითითებით.