ავტოიმპორტიორი კომპანია "IndigoCars" აცხადებს ვაკანსიას
ხარისხის მართვის სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში.
ანაზღაურება: ხელფასი 800 + ბონუსი
განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 საათამდე
სამუშაო ადგილი: თბილისი
ძირითადი ფუნქციები:
- მომსახურების ხარისხის მონიტორინგი;
- ფილიალებში წესრიგის მონიტორინგი;
- მომხმარებლისგან შემოსული მოთხოვნის შესაბამის განყოფილებაში გადამისამართება;
- კომპანიაში დადგენილი სამუშაო სტანდარტებით მუშაობის მონიტორინგი;
- რეპორტის წარმოება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია);
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel - მომხმარებლის დონეზე);
- მსგავს, ან მომიჯნავე პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სასურველია.
პიროვნული მახასიათებლები:
- კეთილგანწყობა/პოზიტიურობა;
- ეფექტური მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- პასუხისმგებლობა, კონფიდენციალურობის დაცვის უნარი;
- ყურადღება დეტალების მიმართ.
- კომუნიკაბელურობა,
- ორგანიზებულობა,
- გუნდური მუშაობის უნარი;
კომპანია დასაქმებულს სთავაზობს სტაბილურ და საინტერესო გარემოში მუშაობას, განვითარების შესაძლებლობას და მაღალი სტანდარტის სამუშაო პირობებს.
ბენეფიტები:
- ჯამრთელობის დაზღვევა;
- ფიტპასი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე:
hr@carsindigo.com .Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება თქვენი რეზიუმე.
მითითებულ ელ. ფოსტის მისამართზე CV-ის გამოგზავნის შემთხვევაში, კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები (შემდგომში - „მონაცემები“), რომლებიც ცნობილი გახდა აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში. მონაცემთა დამუშავების მიზანს წარმოადგენს მოცემულ ან/და სხვა ვაკანსიაზე თქვენი კანდიდატის განხილვა.
მონაცემების დამუშავება ხორციელდება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. გაითვალისწინეთ, რომ კომპანიაში CV-ის გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებზე. თანხმობის გაუქმება შესაძლებელია ამავე ელ. ფოსტაზე მომართვით. ასეთ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა აღარ განიხილება მოცემულ ან/და სხვა პოზიციაზე. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მიზნებისთვის, პერსონალურ მონაცემთა დამუშავებაში იგულისხმება მონაცემთა მიმართ შესრულებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, მათი შეგროვება, მოპოვება, შენახვა და სხვა.