მექანიკოსი / მძღოლი

რუსთავი სრული განაკვეთი JSC CAUCASIAN PET COMPANY
მივლინება: არა ხელფასი: 1000 - 1500
განათლება: პროფესიული კოლეჯი ენები: ქართული, ინგლისური, რუსული მართვის მოწმობა: B
წარმოება/ოპერაციები: მექანიკოსი ავტო-მოტო სერვისი: მსუბუქი ავტომობილის მძღოლი
სს „კავკასიან პეტ კომპანი“ ლიდერია PET შეფუთვის წარმოებასა და რეალიზაციაში საქართველოსა და კავკასიის ქვეყნებში.
ოფისი და ქარხანა მდებარეობს ქ. რუსთავში

წარმოების გაფართოებასთან დაკავშირებით, ვაცხადებთ ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე: მექანიკოსი და მძღოლი 

მექანიკოსი - 2 ვაკანსია

მოთხოვნები:
  • ტექნიკური განათლება. სპეციალობა - მექანიკოსი.
  • მექანიკოსის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება, ავტომატური ხაზების გამწყობის, წარმოების აღჭურვილობის რეგულირების, შეკეთების და მომსახურების მიმართულებით გამოცდილება. მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება ავტომატურ და ნახევრად ავტომატურ მოწყობილობებთან წარმოებაში.
  • დამხმარე ელექტრომოწყობილობებთან მუშაობის ნებართვა (ამწე).
  • ჰიდრავლიკურ აღჭურვილობასთან მუშაობა და კინემატიკური და ჰიდრავლიკური დიაგრამების კითხვა.
  • ქართული ენის და სასურველია რუსული/უკრაინული ან ინგლისური ენის ცონდა.
  • მართვის მოწმობის ქონა.
  • ათვისების კარგი უნარი, პასუხისმგებლობიანობა, პუნქტუალობა.
  • სასურველია კომპიუტერთან მუშაობის უნარები.

თანამდებობრივი მოვალეობები:
  • სამუშაო ცენტრების დროული სერვისი და შეკეთება.
  • აღჭურვილობის სრულფასოვანი მუშაობის უზრუნველყოფა.
  • ფორმისმიმცემი პრესფორმების შეცვლა და გაწმენდა.
  • დამცავი მოწყობილობების ტექნიკური კონტროლი და შეკეთება.
  • ყველა სახის დანადგარის აღრიცხვა და ამორტიზაციის კონტროლი.

სამუშაო პირობები: 
  • მდებარეობა: ქ. რუსთავი,
  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე 08:00-17:00 (საჭიროებიდან გამომდინარე ანაზღაურებადი დამატებითი სამუშაო დასვენების დღეებში);
  • ხელფასი - 1250 ლარიდან ხელზე, დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე. გამოსაცდელი ვადის 3 თვის განმავლობაში - 1000 ლარიდან ხელზე (დამოკიდებულია კანდიდატის კვალიფიკაციაზე).
  • პრემირება - წლის მუშაობიდან გამომდინარე.

ჩვენი სოციალური პაკეტი მოიცავს:
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • ტრანსპორტირება - სამსახურში მიყვანა-წამოყვანა (რუსთავში);
  • კორპორატიულ ნომერი; კვება;
  • FITPASS-ის კორპორატიული ტარიფი (აუზი, სატრენაჟორო დარბაზი)


მძღოლი - მინიმუმ 7 ადგილიანი პირადი ტრანსპორტით

მოთხოვნები:
  • В კატეგორიის მართვის მოწმობა და სამუშაო გამოცდილება არანაკლებ 5 წლისა.
  • მგზავრების გადაყვანის გამოცდილება.
  • რუსთავის და თბილისის გზების მაღალ დონეზე ცოდნა, ნავიგატორის გამოყენების უნარი.
  • ქართული და საბაზისო რუსული ენების ცოდნა (სასაუბრო).
  • პასუხისმგებლიანი.
  • ყურადღებიანი.
  • პუნქტუალური.
  • კომუნიკაციის და გუნდში მუშაობის უნარები.

თანამდებობრივი მოვალეობები:
  • კვირაში 5 დღე შეთანხმებული მარშრუტით თანამშრომლების წაყვანა თბილისიდან რუსთავში (საწარმოში) 08:00-თვის.
  • კვირაში 5 დღე შეთანხმებული მარშრუტით თანამშრომლების წაყვანა რუსთავიდან თბილისში 17:00-დან.
  • ხუთშაბათობით პროდუქტების მიტანა რუსთავში (დაახლოებით 1,5 სთ).
  • შესაძლებელია დამატებითი გასვლები წინასწარ შეთანხმებით.
  • ავტომობილის შენარჩუნება მუშა მდგომარეობაში, მასში სისუფთავის და წესრიგის დაცვა.

სამუშაო პირობები:
  • მდებარეობა: ქ. რუსთავი. კვირაში 5 დღე მარშრუტი თბილისიდან რუსთავში 08:00-თვის;
  • მარშრუტი რუსთავიდან თბილისში 17:00-დან; ასევე, ხუთშაბათობით (1,5 სთ. - პროდუქტების მიტანა) და დამატებითი გასვლები მოლაპარაკებით, საშუალოდ 2-3-ჯერ თვეში.
  • შვებულების და დღესასწაულების ანაზღაურება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
  • ხელფასი 1500 ლარი ხელზე ასაღები (გამოსაცდელი ვადა 3 თვე). საწვავის (ბენზინი/გაზი) ანაზღაურება სამუშაო გასვლებისთვის.
  • პრემირება - წლის მუშაობიდან გამომდინარე.

ჩვენი სოციალური პაკეტი მოიცავს:
  • სამედიცინო დაზღვევა;
  • ტრანსპორტირება სამსახურში და უკან (რუსთავი);
  • კორპორატიული მობილური ნომერი; კვება შესვენების დროს;
  • FITPASS-ის კორპორატიული ტარიფი (აუზი, სპორტ-დარბაზი).

რეზიუმე გამოაგზავნეთ ელ. მისამართზე: viktoriya.kovalenko@caucasianpet.com