კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს საგამოცდო ცენტრის სპეციალისტის თანამდებობაზესაკვალიფიკაციო მოთხოვნები:- უმაღლესი განათლება
- უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული რეგულაციების ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- უცხო ენის ცოდნა (ინგლისური B2)
დამატებითი მოთხოვნა:- სტუდენტებთან და პერსონალთან საქმიანი და კორექტული ურთიერთობის უნარი;
- ეფექტიანი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
ფუნქცია-მოვალეობები:- საგამოცდო პროცესის სრული ციკლის მართვა, მონიტორინგი.
- ინფორმაციის მიწოდება, გაცემა, კომუნიკაცია პედაგოგებთან, სტუდენტებთან;
- სტუდენტების პირად განცხადებებთან მუშაობა:
- მიმდინარე საქმისწარმოებითი სამუშაოები;
- საგამოცდო ცხრილებზე მუშაობა,
- საგამოცდო სისტემაში მუშაობა.
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა მოვალეობები
კონკურსის ეტაპები:- საკონკურსო განაცხადების გადარჩევა;
- გასაუბრება.
ანაზღაურება: 1200 (ხელზე ასაღები)გრაფიკი: სრულიკონკურსის ვადა: საკონკურსო დოკუმენტაცია მიიღება 24 მარტიდან 7 აპრილის ჩათვლითდაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: hr@ciu.edu.ge