ნატალი აკადემია – ესთეტიკისა და სილამაზის პროფესიული სასწავლებელი, რომელიც ქმნის მომავლის პროფესიონალებს, ეძებს ბუღალტერს.
ადგილმდებარეობა: მერაბ კოსტავას 67, თბილისი
სამუშაოს მიზანი:
- ნატალი აკადემიის ბუღალტრული და ფინანსური პროცესების სწორად და ეფექტურად მართვა, ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება და ანგარიშგების უზრუნველყოფა.
ძირითადი მოვალეობები:
- ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება და დოკუმენტაციის დამუშავება
- ფინანსური ანგარიშგებების მომზადება (შემოსავალი/ხარჯი, ბალანსი და სხვა)
- ხელფასებისა და გადასახადების სწორად დარიცხვა და გადახდა
- საბანკო და საგადასახადო ოპერაციების მართვა
- საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად ანგარიშგების წარდგენა (RS.ge-ზე მუშაობა)
- თანამშრომლობა აუდიტორებთან და საგადასახადო ორგანოებთან
მოთხოვნები:
- შესაბამისი განათლება (ფინანსები, ბუღალტერია ან ეკონომიკა)
- მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ბუღალტრის პოზიციაზე
- RS.ge, MS Excel და საბუღალტრო პროგრამების (მაგ. Oris, Balance ან სხვ.) ცოდნა
- დეტალებზე ორიენტირებულობა, სიზუსტე და ორგანიზებულობა
ანაზღაურება: შეთანხმებით, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.
განაკვეთი: შეთანხმებით – ნახევარი ან სრული სამუშაო დღე
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 15 აპრილი ელ.ფოსტა: mariamshengelia00@gmail.com
გახდით ნატალი აკადემიის გუნდის ნაწილი და დაეხმარეთ მომავალი პროფესიონალების განვითარებას!