სს "ოპპა", რომელიც ოპერირებს Paybox-ის ბრენდის სახელწოდებით, საქართველოს ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წლიდან საქმიანობს და ყოველდღიურად 350 000-მდე მომხმარებელს ემსახურება. ფლობს თვითმომსახურების სწრაფი გადახდის ტერმინალებს, რომელთა საშუალებითაც 8500 -მდე გადახდის წერტილს ფარავს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 1000 -მდე სერვისის გადახდაა შესაძლებელი. კომპანიაში 200-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული
Paybox აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მომხმარებლებთან ურთიერთობის განყოფილების სპეციალისტი
რისი გაკეთება მოგიწევს:
- მომხმარებლების სწრაფი და ეფექტური მომსახურება;
- შემოსული ზარების/ჩატების მიღება - პასუხის გაცემა და შესაბამისი რეაგირება;
- მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა და დეტალური ინფორმაციის მიწოდება;
- მომხმარებლების ინფორმირება კომპანიის პროდუქტების შესახებ;
- საჭირეობის შემთხვევაში მომხმარებლებთან გამავალი ზარის განხორციელება.
სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
- ინგლისური ენის საბაზისო დონეზე ცოდნა;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული უნარები:
- დეტალებში ჩასვლის უნარი;
- მოქნილობა;
- დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უნარი;
- ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
- ახლის ათვისების უნარი;
- ხარისხის შეგრძნების უნარი, კომუნიკაცია და მოლაპარაკების უნარი;
- კეთილგანწყობა, პასუხისმგებლიანი;
- ემოციური ინტელექტი;
- დროის მართვისა და პრიორიტეტიზაციის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
- საბონუსე ანაზღაურებას (ბონუსი გაიცემა მომსახურების ხარისხის შეფასების შედეგად მიღებული შედეგების მიხედვით);
- ანაზღაურება- 800 ლარი.
სასურველი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;