ტენდერი - ტურისტული კომპანიის შერჩევა

თბილისი CENN
მივლინება: არა
ტენდერი/კონკურსი: ტენდერი
CENN აცხადებს ტენდერს ტურისტული კომპანიის შერჩევაზე.

კომპანიამ უნდა უზრუნველყოს შემდეგი სახის მომსახურება:
  • თვითმფრინავის ბილეთების შესყიდვა/მოწოდება;
  • სამოგზაურო დაზღვევის შესყიდვა/მოწოდება;
  • სასტუმროების დაჯავშნა;
  • სამუშაოს შესრულების შემდეგ დათქმულ ვადაში, საჭირო ფინანსური დოკუმენტაციის: ინვოისი, ჩეკი, ფაქტურა და ა.შ. წარმოდგენა;

დაინტერესებულმა ტურისტულმა კომპანიებმა სატენდერო წინადადება უნდა წარმოადგინონ, 2025 წლის 31 მარტის 18:00 საათამდე, CENN-ის ოფისში, მისამართზე: ქ. თბილისი, ბეთლემის ქუჩა #27 ან გამოაგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: giorgi.mamporia@cenn.org

სატენდერო წინადადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
  • კომპანიის დასახელება, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი (სავალდებულო);
  • მომსახურების ჩამონათვალი და ღირებულება (ტექნიკური დავალების შესაბამისად, სავალდებულო);
  • 2025 წლის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან (სავალდებულო).

არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში თქვენი შემოთავაზება არ განიხილება.

სატენდერო განაცხადი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
  • მომსახურების ფასი;
  • განაცხადების ტექნიკური შესაბამისობა;
  • შესაბამისი კუთხით მუშაობის გამოცდილება (ასევე, CENN-თან თანამშრომლობის გამოცდილება);

საკონტაქტო ინფორმაცია:
გიორგი მამფორია
ტელ: +995 32 275 19 03 / 04
მობ: +995 591 21 99 11
ელ-ფოსტა: giorgi.mamporia@cenn.org
მიმაგრებული ფაილი: გადმოწერა