Coffee LAB * ყავის ლაბორატორია" პირველი ქართული კომპანია არის საქართველოში, რომელმაც 2016 წლიდან Specialty ყავის წარმოება დაიწყო და დღეს უკვე წელიწადში 40 ტონაზე მეტი მწვანე მარცვალი შემოაქვს ქვეყანაში და ადგილზე ხალავს ,როგორც საცალო ისე B2B ბიზნესისთვის.
კომპანიაში დღეს დასაქმებულია 150-ზე მეტი თანამშრომელი.
ბრენდი აერთიანებს საცალო მიმართულებით სხვადასხვა კონცეფციის 6 ფილიალს, სადაც წარმოდგენილია როგორც ბარის მენიუ, ისე სამზარეულოს და ბეიქერის მენიუ, ასევე მსოფლიოში წამყვანი ყავის ტექნიკა და აქსესუარები. საცალო მიმართულებით წელიწადში 400 000-მდე სერვისს უზრუნველყოფს.
B2B მიმართულებით 300-ზე მეტ პარტნიორისთვის კომპანია უზრუნველყოფს საუკეთესო ყავის მარცვალს, მსოფლიოში წამყვანი ბრენდების ყავის ტექნიკას, ტრენინგს და სერვისს. ყავის ლაბორატორიის B2B მიმართულება აერთიანებს, როგორც წამყვანი კაფე-ბარების და რესტორნების მიმართულებას ისე კორპორატიულ სექტორს.
კომპანია "Coffee LAB" ეძებს გუნდის ახალ წევრს შემდეგ პოზიციაზე: HR მენეჯერი.
ძირითადი მოვალეობები:
- რეკრუტინგის სრული პროცესის განხორციელება.
- HR ადმინისტრირების სრული ციკლის მართვა (ხელშეკრულებები, შინაგანაწესი, ბრძანებების, შვებულებების და სხვა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება).
- ახალი თანამშრომლების Onboarding პროცესის ორგანიზება.
- Payroll - ხელფასებისა და ბონუსების მენეჯმენტი.
- შიდა კომუნიკაციის ხელშეწყობა, თანამშრომელთა ინფორმირება.
- შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვა და სრულად HR პროცესების მართვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საჭირო უნარები:
- უმაღლესი განათლება (სასურველია HR, ბიზნესის ადმინისტრირება ან ფსიქოლოგია);
- აუცილებელია მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ადამიანური რესურსების მენეჯმენტის მიმართულებით.
- აუცილებელია შრომის კოდექსის ცოდნა და აღსრულების პრინციპების მართვის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა, HRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- სტრატეგიული აზროვნება.
ჩვენ გთავაზობთ:
- გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად.
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
- დაზღვევას;
- კომპანიის ობიექტებზე სპეციალურ ფასს თანამშრომლებისთვის;
- მეგობრულ სამუშაო გარემოს.
სამუშაო პირობები და ბენეფიტები:
- სამუშაო დღეები: სრული განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი 10:00-19:00.
- ანაზღაურება: განისაზღვრება გამოცდილების მიხედვით.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: natia@coffeelab.ge. ელ.წერილის სათაურში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.
გისურვებთ წარმატებას!
მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ შპს „ ყავის ლაბორატორია„ -სთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.