ზეინკალი

თბილისი სრული განაკვეთი სამეფო მარცვალი
მივლინება: არა ხელფასი: 1500 +ბონუსი
განათლება: ბაკალავრი
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი: ზეინკალი
შპს „სამეფო მარცვალი“ აცხადებს ვაკანსიას ზეინკლის პოზიციაზე. ქ. თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:
  • უზრუნველყოს საამქროს ტერიტორიაზე არსებული დაზგა-დანადგარების გამართული შეუფერხებელი მუშაობა;
  • საამქროს ელექტრიკოსთან ერთად პერიოდულად აწარმოოს დაზგა-დანადგარების დათვალიერება, დაზიანებისა და ნაკლოვანების აღმოჩენის შემთხვევაში ადგილზე აღმოფხვრას ისინი. თუ ავარიულად მწყობრიდან გამოსული დანადგარის ან მოწყობილობის აღსადგენად საჭიროა ტექნოლოგიური ციკლის შეჩერება, დაუყოვნებლივ შეატყობინოს საამქროს ხელმძღვანელობას;
  • სისტემატურად განახორციელოს დაზგა-დანადგარების ტექნიკური მდგომარეობის შემოწმება და მათზე პროფილაქტიკური სამუშაოები: დროულად მოახდინოს დანადგარების ჯაჭვურ და ღვედურ გადაცემებში მოძრავი ნაწილების შეზეთვა;
  • დაზგა-დანადგარების შეკეთება;
  • დაზგა-დანადგარების მდგომარეობის შესწავლა და საჭირო მარაგ-ნაწილების განსაზღვრა; 
  • საჭიროებიდან გამომდინარე ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

მოთხოვნები:
  • ტექნიკური განათლება
  • მსგავს თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება
  • (წისქვილში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად)

პიროვნული თვისებები: 
  • სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები;
  • წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
  • კომუნიკაბელურობა;
  • ორგანიზებულობა; 
  • პუნქტუალურობა;
  • მოტივირებულობა

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო დღეები: ცვლაში
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, კახეთის გზატკეცილი 101.
  • ანაზღაურება: 1500 (Net) + ბონუსი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე  info@bevrili.ge  და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე +995 579 22 03 22 

გისურვებთ წარმატებებს!