უმცროსი ხარჯთაღმრიცხველი

თბილისი სრული განაკვეთი ხედი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
ბუღალტერია/ფინანსები: ფინანსები(ზოგადი)
ხედი აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე

სამუშაოს აღწერა: 
ხარჯთაღმრიცხველი სასტუმროს სფეროში პასუხისმგებელია ფინანსური მენეჯმენტისა და ხარჯების კონტროლზე, რათა უზრუნველყოს სასტუმროს ეფექტური და მომგებიანი ოპერირება. მისი ძირითადი ამოცანაა უზრუნველყოს ხარჯების შემცირება, მომგებიანობის ზრდა და ბიუჯეტის სტრატეგიული მართვა.

ძირითადი მოვალეობები:
  • სასტუმროს საოპერაციო და ფინანსური ხარჯების კონტროლი და ანალიზი;
  • მარაგების მართვა და ინვენტარიზაციის პროცესის მონიტორინგი;
  • კვების, სასმელებისა და სხვა ოპერაციული ხარჯების ანალიზი;
  • მომწოდებლებთან ურთიერთობის კოორდინირება და შესყიდვების პროცესის ოპტიმიზაცია;
  • სასტუმროს სხვადასხვა დეპარტამენტთან თანამშრომლობა ფინანსური მიზნების მისაღწევად;
  • ფასების სტრატეგიის შეფასება და ხარჯების შემცირების შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
  • სასტუმროს მენეჯმენტისთვის ფინანსური რეკომენდაციების მომზადება.

მოთხოვნები:
  • განათლება ფინანსებში, ბუღალტერიაში, ეკონომიკაში ან ბიზნესში. სასურველია ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი, თუმცა შესაძლოა განიხილოს სტუდენტიც;
  • სასურველია გამოცდილება ფინანსურ ან ბუღალტრულ სფეროში, სასტუმროს სექტორში;
  • ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
  • ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ინგლისური ენის ცოდნა B1 დონეზე;
  • Microsoft Excel-ის ცოდნა საშუალო დონეზე.

უპირატესობები:
  • სასტუმროს ბიზნესში ან ფინანსებში მუშაობის გამოცდილება;
  • საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა ფინანსურ კონტროლში;
  • პრობლემების გადაჭრის ძლიერი უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: khedi.office@gmail.com